კომპანია მაიკროსოფტის ინჟინრებმა წარმოადგინეს ხელოვნურ ინტელექტზე დაფუძნებული ახალი ტექნოლოგია, რომელსაც შეუძლია ხმისა და სურათის სინთეზი, რის შემდეგაც ფოტო რეალისტური ვიდეო ხდება.
ვიდეო შეიქმნება როგორც რეალური ადამიანების სახეებისგან, ასევე მულტფილმების პერსონაჟებისგან და ხელოვნების ნიმუშებისგან. მაგალითად, ყველაზე ვირუსულად პლატფორმა „იქსზე“ გავრცელდა, ლეონარდო და ვინჩის „მონა ლიზა“, რომელიც „რეპავს“.
Microsoft just dropped VASA-1.
This AI can make single image sing and talk from audio reference expressively. Similar to EMO from Alibaba
10 wild examples:
1. Mona Lisa rapping Paparazzi pic.twitter.com/LSGF3mMVnD
— Min Choi (@minchoi) April 18, 2024
აღფრთოვანებასთან ერთად, სოციალურ ქსელში მომხმარებლებს შორის ხელოვნური ინტელექტის ამ მოდელმა გაღიზიანებაც გამოიწვია.
მაიკროსოფტში ფიქრობენ, რომ ამ ტექნოლოგიის გამოყენება სასარგებლო იქნება საგანმანათლებლო მიზნებისთვის და ასევე, იმ ადამიანებისთვის, ვისაც კომუნიკაციის დამყარების პრობლემები აქვთ. თუმცა, მომხმარებლების ნაწილი აღნიშნავს, რომ ამ ტექნოლოგიით შესაძლებელია გაყალბება ინფორმაციის და ე.წ. „დიპფეიკ“ ვიდეოების შექმნა, სადაც რეალურ ადამიანს ათქმევინებენ იმას, რაც არასდროს უთქვამს.
ხელოვნური ინტელექტის მოდელი VASA-1 ჯერ-ჯერობით იტესტება და მასშტაბურად როდის შეძლებენ მის გამოყენებას უცნობია.