გაერთიანებული ერების ორგანიზაციის საერთაშორისო ატომური სააგენტოს მეთაური რაფაელ გროსი აცხადებს, რომ ირანის ისლამურ რესპუბლიკას ატომური იარაღის შესაქმნელად საჭირო გამდიდრებული ურანის საკმარისი რაოდენობა არა რამდენიმე თვეში, არამედ რამდენიმე კვირაში ექნება. ამავე დროს, ეს არ ნიშნავს, რომ თეირანი ბირთვული შეიარაღების მქონე სახელმწიფო იქნება რამდენიმე კვირაში, მაგრამ არსებული ვითარება შეშფოთების საგანი ნამდვილად უნდა გახდეს.
თეირანში კი აცხადებენ, რომ გამდიდრებული ურანის სამედიცინო და სამოქალაქო მიზნებით გამოყენებას გეგმავენ. გაერთიანებული ერების ორგანიზაციის საერთაშორისო ატომური სააგენტოს მეთაურის თქმით, მის ორგანიზაციას ირანში მდებარე შესაბამის ინფრასტრუქტურაზე საკმარისი წვდომა არ აქვს.