მთავარიმსოფლიოEUROPEAN UNIONევროკავშირში განიხილავენ, როგორ გაზარდონ დახმარება უკრაინისთვის

ევროკავშირში განიხილავენ, როგორ გაზარდონ დახმარება უკრაინისთვის

ევროპა განიხილავს გზებს, თუ როგორ გაზარდოს დახმარება უკრაინისთვის, ამერიკის შეერთებულ შტატებში უკრაინისთვის განკუთვნილი 61-მილიარდიანი პაკეტის მიღებისა და ბრიტანეთის მიერ დაანონსებული ნახევარ-მილიარდიანი დახმარების შემდეგ.

ლუქსემბურგში ჩატარებულ საგარეო საქმეთა მინისტრთა შეხვედრაზე  ჯოზეფ ბორელმა კიდევ ერთხელ მოუწოდა ევროკავშირის წევრ ქვეყნებს, რომ გადაეცათ მათ საწყობებში არსებული პატრიოტის სისტემები უკრაინისთვის.

„უკაცრავად, მაგრამ მე არ მაქვს პატრიოტის სისტემები ბრიუსელში. პატრიოტები არის ევროპული ქვეყნების დედაქალაქებში და მათზეა დამოკიდებული, თუ როდის მიიღებს უკრაინა პატრიოტების ახალ ნაკადს. ევროკავშირის ქვეყნების ლიდერებს მკაფიოდ ესმით უკრაინის მოთხოვნები და დარწმუნებული ვარ, რომ ისინი ამის შესახებ სწორ გადაწყვეტილებას მიიღებენ”, – განაცხადა ჯოზეფ ბორელმა.

ამ ეტაპზე, მხოლოდ გერმანიამ გადასცა უკრაინას ერთი პატრიოტის სისტემა. ლუქსემბურგში ჩატარებულ შეხვედრაზე გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრმა ანალენა ბაერბოკმა ხაზი გაუსვა საჰაერო თავდაცვის სისტემების მნიშვნელობას სამხედრო კონფლიქტის მიმდინარეობისას.

“გერმანულმა მხარემ წამოიწყო ინიციატივა და ხელმისაწვდომი გახადა კიდევ ერთი პატრიოტის სისტემა. სასწრაფოდ მივმართავ ყველას, გადახედონ თავიანთ მარაგებს და  გამონახონ საჰაერო თავდაცვის მხარდაჭერის გაზრდის გზები. ყოველმა დამატებითმა საჰაერო თავდაცვის სისტემამ შეძლება უკრაინაში ადამიანების სიცოცხლე გადაარჩინოს და სწორედ ამიტომ არის მნიშვნელოვანი, რომ ჩვენ გავაერთიანოთ ჩვენი რესურსები ამ სფეროში და ერთიანი ძალებით დავეხმაროთ უკრაინას”, – განაცხადა ანალენა ბაერბოკმა.

დასავლეთის მხრიდან უკრაინისთვის გაზრდილ მხარდაჭერას გამოეხმაურა უნგრეთის საგარეო საქმეთა მინისტრი. ლუქსემბურგში საგარეო მინისტრების შეკრებისას პიტერ სიიარტომ განაცხადა, რომ უკრაინაში რთულმა სამხედრო ფონმა ბრიუსელისგან სახიფათო პასუხი გამოიწვია. მისივე თქმით, სხდომაზე მხოლოდ იარაღის მიწოდება განიხილებოდა, რამაც მას  შთაბეჭდილება დაუტოვა, რომ ევროპა მესამე მსოფლიო ომისთვის ემზადება.

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend