მთავარისაქართველო„დავაბრუნოთ ორკესტრი სახლში!”

„დავაბრუნოთ ორკესტრი სახლში!”

თბილისში არსებული უკრაინული სახლი პროექტის დამფუძნებლებს სახელწოდებით „დავაბრუნოთ ორკესტრი სახლში!“ მასპინძლობს.

პროექტის მიზანია იმ ადამიანების დაბრუნება, რომლებიც 2022 წლის გაზაფხულზე მარიუპოლის ოკუპაციის დროს რუსებმა შეიპყრეს. საუბარია სამი სამხედრო ორკესტრის 27 უკრაინელ მუსიკოსზე.

პროექტის წარმომადგენლები და ტყვეების ოჯახის წევრები, უკრაინიდან ჩამოსული დედები და მეუღლეები, დამსწრე საზოგადოებას უყვებოდნენ იმ 27 მუსიკოსის შესახებ, რომელთაგანაც ყველაზე უფროსი 55 წლის, ხოლო ყველაზე უმცროსი 25 წლის არის.

ტყვედ ჩავარდნილი მუსიკოსებიდან ერთ-ერთი უკრაინაში უკვე გარდაცვლილი დააბრუნეს. როგორც ოჯახის წევრები ამბობენ, ის წამებით მოკლეს. ტყვეთა შორის იყვნენ ისეთებიც, რომლებიც გაათავისუფლეს, თუმცა დღემდე მძიმე ჯანმრთელობის პრობლემები აქვთ.

ღონისძიებას დისტანციურად ჩაერთო ტყვეობიდან გათავისუფლებული უკრაინელი მუსიკოსი, რომელმაც დამსწრე საზოგადოების კითხვებს უპასუხა.

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend