მას შემდეგ, რაც ამერიკის შეერთებული შტატების წარმომადგენელთა პალატამ უკრაინისთვის 61 მილიარდი დოლარის დახმარების პაკეტი დაამტკიცა, ფრონტის ხაზზე დადებითი დინამიკა შეინიშნება.
უკრაინის პრეზიდენტი აცხადებს, რომ მისი გუნდი ყველაფერს აკეთებს, რათა უკრაინელმა სამხედროებმა მიიღონ ყველაფერი, რაც მათ სჭირდებათ.
ვოლოდიმირ ზელენსკი აცხადებს, რომ პოლიტიკურ გადაწყვეტილებებს სწრაფად უნდა მოჰყვეს შეიარაღება ფრონტის ხაზებზე, რაც მისი თქმით, ვითარებას შეცვლის.
We are continuing to work with our American partners at all levels to ensure that the Ukraine aid package is passed by the US Senate on time.
Both the President’s Office and our diplomats are actively working to ensure a positive political outcome of the swift approval, as well… pic.twitter.com/5h4H6kQMCv
— Volodymyr Zelenskyy / Володимир Зеленський (@ZelenskyyUa) April 21, 2024
ამავდროულად, ევროკავშირის ქვეყნებში შესაძლოა, დახმარების უმნიშვნელოვანესი პაკეტი განიხილონ.
პრაღაში ათასობით მოქალაქე შეიკრიბა, რათა მხარი დაეჭირათ ე.წ. ესტონური გეგმისთვის, რომელიც უკრაინის დახმარებას ითვალისწინებს.
ესტონელები ევროკავშირის ქვეყნებს სთავაზობენ, რომ თითოეულმა მათგანმა მთლიანი შიდა პროდუქტის 0.25 პროცენტი უკრაინას გადასცეს, რაც ყოველწლიურად დაახლოებით 120 მილიარდ ევროს შეადგენს.