მთავარიკუბისუს: რაიმე სახის ასაფეთქებელი ნივთიერება ან მოწყობილობა აღმოჩენილი არ ყოფილა

სუს: რაიმე სახის ასაფეთქებელი ნივთიერება ან მოწყობილობა აღმოჩენილი არ ყოფილა

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური გავრცელებულ მუქარასთან დაკავშირებით საქმის კურსშია და რეაგირება დაიწყო. მათივე განცხადებით, ცნობა იმის შესახებ, რომ ერთ-ერთი სკოლის მიმდებარე ტერიტორიაზე იარაღი ან ბომბი აღმოაჩინეს, სიმართლეს არ შეესაბამება.

„მიმდინარე წლის 21 აპრილს, სოციალურ ქსელებში, კერძოდ ინტერნეტაპლიკაცია ტელეგრამში გავრცელებულ ინფორმაციასთან დაკავშირებით, თბილისის მასშტაბით საგანმანათლებლო დაწესებულებებსა და სავაჭრო ცენტრებში შესაძლო ასაფეთქებელი მოწყობილობების განთავსებისა და მოსალოდნელი თავდასხმების შესახებ მუქარის ფაქტებზე, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის კონტრტერორისტული დანაყოფების მიერ მთელი ღამის განმავლობაში მიმდინარეობდა შესაბამისი ოპერატიულ-საგამოძიებო მოქმედებები.

სპეციალური კონტრტერორისტული ღონისძიებების შედეგად რაიმე სახის ასაფეთქებელი ნივთიერება ან მოწყობილობა აღმოჩენილი არ ყოფილა.

აღნიშნულთან დაკავშირებით, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის შესაბამისი დანაყოფი აგრძელებს ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებებს“, – ვკითხულობთ სუს-ის განცხადებაში.

აღსანიშნავია, რომ მიმდინარე თვეში, მსგავსი შინაარსის მუქარა სკოლებში მოსალოდნელი ტერაქტის შესახებ გავრცელდა ყაზახეთსა და სომხეთშიც. ასტანის პოლიციის დეპარტამენტში განმარტეს, რომ შეტყობინებებში ანონიმური ავტორი ცეცხლსასროლი და ცივი იარაღის გამოყენებით მასობრივი მკვლელობით იმუქრებოდა.

რაც შეეხება ტელეგრამარხს, რომელმაც გაავრცელა თბილისის სკოლებთან დაკავშირებით მუქარა, ამჟამად ის აღარ იძებნება.

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend