მთავარიმსოფლიოპარიზში ოლიმპიური თამაშები 26 ივლისს დაიწყება და 11 აგვისტომდე გაგრძელდება

პარიზში ოლიმპიური თამაშები 26 ივლისს დაიწყება და 11 აგვისტომდე გაგრძელდება

პარიზი ოლიმპიური თამაშების გახსნისთვის ემზადება.  მდინარე სენის გასწვრივ ტურისტები უკვე იღებენ  ფოტოებს სპეციალურად დამონტაჟებული საათის წინ.

ოლიმპიური თამაშების დაწყებამდე 100 დღეა დარჩენილი.  საბერძნეთის ანტიკურ ქალაქ ოლიმპიაში უკვე აანთეს პარიზის 2024 წლის ოლიმპიური თამაშების ჩირაღდანი.

საფრანგეთში უსაფრთხოების ზომები განსაკუთრებით გამკაცრებულია. საერთაშორისო ოლიმპიურმა კომიტეტმა, მიუხედავად უკრაინაში მიმდინარე ომისა, შეჯიბრებებში მონაწილეობის უფლება რუსეთისა და ბელარუსის ათლეტებსაც მისცა.

თუმცა ისინი იასპარეზებენ ნეიტრალური სპორტსმენების რანგში, ეროვნული დროშისა და ჰიმნის გარეშე. ამ გადაწყვეტილებამ მოსკოვის უკმაყოფილება გამოიწვია.

პარიზში ოლიმპიური თამაშები 26 ივლისს დაიწყება და ის 11 აგვისტომდე გაგრძელდება.

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend