“ქართული ოცნების” ორგანიზებით, „ოჯახურ ღირებულებათა და არასრულწლოვანთა დაცვის შესახებ” მომზადებული საკონსტიტუციო ცვლილებების საყოველთაო სახალხო განხილვა დაიწყო.
პირველი შეხვედრა ქუთაისში გაიმართა. მომდევნო დღეებში კომისია განხილვებს ამბროლაურში, ოზურგეთში, ბათუმში, ზუგდიდსა და მესტიაში გამართავს. ამ საკონსტიტუციო ინიციატივას უმრავლესობის 83 დეპუტატი აწერს ხელს.
განცხადებაში ვკითხულობთ:
“თავად კონსტიტუციაში დაგეგმილი ცვლილებით, კონსტიტუციის 30-ე მუხლი კორექტირდება, რომელიც ქორწინების, დედათა და ბავშვთა უფლებებს შეეხება. პროექტის გათვალისწინებით, აღნიშნულ მუხლს ემატება ახალი პუნქტი შემდეგი შინაარსით: – „ოჯახურ ღირებულებათა და არასრულწლოვანთა დაცვა უზრუნველყოფილია საქართველოს კონსტიტუციური კანონით, რომელიც საქართველოს კონსტიტუციის განუყოფელი ნაწილია“.
რაც შეეხება „ოჯახურ ღირებულებათა და არასრულწლოვანთა დაცვის შესახებ“ კონსტიტუციური კანონის პროექტს, ის რვა პუნქტისგან შედგება და მთელი რიგი შეზღუდვებისა და აკრძალვების დაწესებას ითვალისწინებს”.