მთავარიაზიაირანიირანის უზენაესმა ლიდერმა ისრაელზე მიტანილი იერიშისთვის სამხედროებს მადლობა გადაუხადა

ირანის უზენაესმა ლიდერმა ისრაელზე მიტანილი იერიშისთვის სამხედროებს მადლობა გადაუხადა

ირანის უზენაესმა  ლიდერმა,  აიათოლა ალი ხამენეიმ, ისრაელზე მიტანილი იერიშისთვის, სამხედროებს მადლობა გადაუხადა. მან თქვა, რომ ამ იერიშის დროს მთავარი ირანის სამხედროების ნების გამოვლენა იყო.

აიათოლა ალი ხამენეიმ სამხედროებს ასევე მოუწოდა, შეისწავლონ მოწინააღმდეგის ტაქტიკა.

ირანის უზენაესი ლიდერი სამხედროებთან შეხვედრის დროს – Copyright AP

ღაზაში ომის დაწყების დღიდან, ისრაელი პერიოდულად ესხმის თავს რეგიონში ირანთან დაკავშირებულ სამიზნეებს. მაგალითად, „ჰეზბოლას“ სამხრეთ ლიბანში. ასევე, სხვა ობიექტებს სირიასა და, სავარაუდოდ, ერაყშიც.

ბაღდადში კი  ჯერ კიდევ მიმდინარეობს გამოძიება, ირანელების ერთ-ერთ დაწესებულებაში მომხდარ აფეთქებასთან დაკავშირებით.

ირანმა ისრაელზე მიტანილი მასშტაბური იერიშის დროს მხოლოდ რამდენიმე სამიზნე გაანადგურა. ამის შესახებ ირანის უზენაესმა ლიდერმა აიათოლა ალი ხამენეიმ ირანის სამხედრო ხელმძღვანელებთან შეხვედრის დროს განაცხადა. მან ხაზგასმით აღნიშნა, რომ დებატები, იმასთან დაკავშირებით, თუ რამდენი რაკეტა იქნა გაშვებული და რომელი მათგანი მოხვდა სამიზნეს, მეორეხარისხოვანია.

ისრაელის მედია აცხადებს, რომ ირანული დრონებისა და რაკეტების 99 პროცენტი ჩამოაგდეს, სწორედ ამიტომ, აირიდეს თავიდან მასშტაბური ზიანი.

უახლესი

სხვა ამბები

00:16:29
00:05:32
spot_imgspot_img
Send this to a friend