მთავარიმსოფლიოიოკო ონოს აღიარება

იოკო ონოს აღიარება

იოკო ონო იყო ინოვაციური მხატვარი, კინორეჟისორი და მუსიკოსი. ის ასევე გახლდათ ჯონ ლენონის მეუღლე. სწორედ მას ერგო ედვარდ მაკდაუელის პრიზის აღების პატივი, რომელიც მანამდე სტივენ სონდჰეიმსა და ტონი მორისონსაც აქვთ მიღებული.

ონოს ვაჟის, შონ ონო ლენონის განცხადებით, ეს პრიზი წარმოუდგენელი დაფასებაა.

ბოლო 40 წლის განმავლობაში ონოს ძალიან დატვირთული კარიერა ჰქონდა. 91 წლის იოკო ონო ბოლო წლებში რამდენიმე საჯარო ადგილას გამოჩნდა, მაგრამ დიდი ალბათობით პიტერბროში, მაკდაუელის კამპუსში გამართულ დაჯილდოებას არ დაესწრება. ჯილდოს მისი სახელით ონოს მუსიკალური მენეჯერი დევიდ ნიუგარდენი აიღებს.

“ხელოვნების გარეშე არ ვიცი სად ვიქნებოდი. ვფიქრობ, მე რამაც გადამარჩინა იყო ის, რომ ვაგრძელებდი შექმნას”, – ამბობს იოკო ონო, არტისტი.

იოკო ონო თავდაპირველად 1960-იანი წლების ავანგარდული ფლუქსუს მოძრაობიდან გაიცნეს. ხოლო 1969 წელს ჯონ ლენონზე დაქორწინების შემდეგ მან მთელი მსოფლიოს ყურადღება მიიპყრო. იოკო და ლენონი 11 წლის განმავლობაში იყვნენ ერთად, სანამ ლენონი ტრაგიკულად არ მოკლეს. ონო ჯონ ლენონის შთაგონების წყარო ხშირად გამხდარა.

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend