მთავარიმსოფლიოEUROPEAN UNIONევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრები უკრაინისთვის მეტი შეიარაღების გადაცემას გეგმავენ

ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრები უკრაინისთვის მეტი შეიარაღების გადაცემას გეგმავენ

ევროკავშირის წევრი სახელმწიფოების საგარეო საქმეთა მინისტრები ლუქსემბურგში, უკრაინასა და ახლო აღმოსავლეთში მიმდინარე ომის შესახებ სასაუბროდ შეიკრიბნენ. ევროპელი მაღალჩინოსნების შეხვედრა მოსდევს ამერიკის შეერთებული შტატების კონგრესის წარმომადგენელთა პალატაში მიღებულ გადაწყვეტილებას, რომლის თანახმადაც, უკრაინა 61 მილიარდი ამერიკული დოლარის მოცულობის სამხედრო დახმარებას მიიღებს.

“მიმაჩნია, რომ მიმდინარე მოვლენებს შესაბამისი ყურადღებით უნდა მივუდგეთ. გერმანიაში ადამიანების დაკავება სამხედრო ინფრასტრუქტურაზე თავდასხმის მომზადების მიზნით ძალიან ჰგავს ბალტიისპირეთში მიმდინარე მოვლენებს. ვეჭვობ, ეს შეთანხმებული ქმედების ნაწილი გახლავთ”, – განაცხადა გაბრელიუს ლანდსბერგისმა, ლიეტუვის საგარეო საქმეთა მინისტრმა. 

შვედეთის საგარეო საქმეთა მინისტრი აცხადებს, რომ რუსული სავაჭრო ფლოტის სანქცირება აუცილებელია:“ეს შეხვედრა ბევრი სხვადასხვა მიზეზით არის მნიშვნელოვანი, საჭიროა სანქციების უფრო გამკაცრება. მაგალითად, რუსეთის ფედერაციის სავაჭრო ფლოტი აქტიურად მონაწილეობს ჩვენ მიერ დაწესებული სანქციებისთვის თავის არიდებაში. ამავე დროს, მივესალმები ვაშინგტონის მიერ უკრაინისათვის სამხედრო დახმარების ახალი პაკეტის გადაცემას”. 

“კონგრესში მიღებული გადაწყვეტილება დასტურია იმისა, რომ ამერიკის შეერთებული შტატები და ევროკავშირი ერთიანი საგარეო პოლიტიკის გატარების ერთგულნი რჩებიან. ჩვენ დღეს განვიხილავთ უკვე ევროკავშირის მხრიდან დამატებითი სამხედრო დახმარების გაწევის შესაძლებლობებს, უკრაინულ მხარეს განსაკუთრებით ესაჭიროება საჰაერო თავდაცვის სისტემები”, – განაცხადა ანალენა ბაერბოკმა, გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის კანცლერმა.

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend