მექსიკის დედაქალაქში დედამიწის დღის აღსანიშნად, ადგილობრივებმა თავიანთი ტრადიციების და კულტურის შესაბამისი ღონისძიებები გამართეს.
ეს ცერემონია წვიმის ღმერთის, ტლალოკისადმი მიძღვნილი ცეკვით დაიწყო.
„ჩვენ აქ იმისთვის მოვდივართ, რომ დედამიწას მადლობა ვუთხრათ და ამავე დროს, ბოდიში მოვიხადოთ იმისთვის, რასაც ჩვენ, ადამიანები, მას ვუშავებთ” – ამბობს ცერემონიის მონაწილე, ასუნსიონ კაიეტანო ლოპესი.ი.
დედამიწის დღე ყოველწლიურად 22 აპრილს აღინიშნება. წელს დედამიწის დღესთან დაკავშირებული საერთაშორისო კამპანია პლასტმასის გამოყენების შემცირებას ემსახურება.