მთავარისაქართველობერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს

ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს

9 დღეზე ნაკლები რჩება ისტორიულ ევროპაკონცერტამდე, რომელიც წინანდლის მამულში გაიმართება. ბერლინის ფილარმონიული ორკესტრი 1882 წლის პირველ მაისს დაარსდა და ვირტუოზული შესრულებითა და მძლავრი ჟღერადობით,  ფართოდ არის აღიარებული მსოფლიოს ერთ-ერთ საუკეთესო ორკესტრად. მისი საპატიო დირიჟორია დანიელ ბარენბოიმი, რომელიც საქართველოში ჩამოსვლას ამ დრომდე დიდი სიხარულით ელოდა, თუმცა ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესების გამო მაესტროს მიერ დაგეგმილი მომდევნო 4 კონცერტი საქართველოსა და გერმანიაში გაუქმდა.

დანიელ ბარენბოიმი: „ძალიან ვწუხვარ, რომ ჯანმრთელობის მიზეზით იძულებული ვარ გავაუქმო ჩემი მონაწილეობა წინანდლის ევროპაკონცერტში, თბილისის კონცერტში და ბერლინის ფილარმონიულ ორკესტრსა და ლიზა ბათიაშვილთან ერთად ბერლინში დაგეგმილ კონცერტებში. დარწმუნებული ვარ, რომ ჩემი კოლეგები შესანიშნავად ჩაატარებენ ამ კონცერტებს, მე კი შესაძლებლობა მექნება არაჩვეულებრივ ქართველ მაყურებელს უკვე სხვა დროს შევხვდე”.

1 მაისს ევროპაკონცერტს წინანდალში და 2 მაისს თბილისის კონცერტს ოპერისა და ბალეტის თეატრში ცნობილი ინგლისელი დირიჟორი დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს. დენიელ ჰარდინგი მჭიდრო კავშირშია ბერლინის ფილარმონიულ ორკესტრთან 1996 წლის დებიუტის შემდეგ და ყოველ სეზონზე რეგულარულად იღებს მონაწილეობას ორკესტრის კონცერტებში ბერლინში.

ეს არის მეორე ევროპაკონცერტი, რომელიც მისი დირიჟორობით ჩატარდება, პარიზის ორსეს მუზეუმში გამართული 2019 წლის ევროპაკონცერტის შემდეგ.

ბერლინის ფილარმონიის ფონდი უაღრესად მადლიერია დენიელ ჰარდინგისა, რომელმაც შეძლო ყველა ამ კონცერტის გადაბარება.

საკონცერტო პროგრამა უცვლელი რჩება.

 

1-ელი მაისი 2024. 13:00
წინანდლის ამფითეატრი

ბერლინის ფილარმონიული ორკესტრი
დენიელ ჰარდინგი დირიჟორი
ლიზა ბათიაშვილი ვიოლინო

ფრანც შუბერტი ჯადოსნური არფა D 644: უვერტიურა
იოჰანეს ბრამსი კონცერტი ვიოლინოსა და ორკესტრისთვის რე მაჟორი თხზ. 77
ლუდვიგ ვან ბეთჰოვენი სიმფონია N5 სი მინორი თხზ. 67

 

მაისი 2024; 20:00 თბილისის დროით
თბილისის ზაქარია ფალიაშვილის ოპერისა და ბალეტის თეატრი


ბერლინის ფილარმონიული ორკესტრი
დენიელ ჰარდინგი დირიჟორი
ლიზა ბათიაშვილი ვიოლინო

ფრანც შუბერტი ჯადოსნური არფა D 644: უვერტიურა
იოჰანეს ბრამსი კონცერტი ვიოლინოსა და ორკესტრისთვის რე მაჟორი თხზ. 77
ლუდვიგ ვან ბეთჰოვენი სიმფონია N5 სი მინორი თხზ. 67

 

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend