მთავარიევროპაპოლონეთიანდჟეი დუდა: მზად ვართ პოლონეთში ბირთვული იარაღის განთავსებისთვის

ანდჟეი დუდა: მზად ვართ პოლონეთში ბირთვული იარაღის განთავსებისთვის

პოლონეთის პრეზიდენტი, ანდჟეი დუდა ამბობს, რომ პოლონეთი მზად არის ბირთვული იარაღის განთავსებისთვის საკუთარ ტერიტორიაზე, თუ ნატო გადაწყვეტს გააძლიეროს თავისი აღმოსავლეთი ფლანგი.

„რუსეთი სულ უფრო მეტად განაგრძობს კენინგსბერგის ოლქის (კალინინგრადის) მილიტარიზაციას. ბოლო დროს მოსკოვმა ბირთვული იარაღი ბელორუსში გადაიტანა“, – თქვა დუდამ ორშაბათს პოლონურ გამოცემა Fakt-ის ინტერვიუში. „თუ ჩვენი მოკავშირეები გადაწყვეტენ ბირთვული იარაღის განთავსებას ჩვენს ტერიტორიაზეც, ნატოს აღმოსავლეთ ფლანგის უსაფრთხოების გასაძლიერებლად, ჩვენ მზად ვართ ამისთვის“, – დასძინა მან.

პოლონეთის პრეზიდენტი ასევე ამბობს, რომ ბირთვული იარაღის განთავსების საკითხზე მოლაპარაკებები მიმდინარეობს ამერიკის შეერთებულ შტატებთან.

“ამაზე უკვე რამდენჯერმე ვისაუბრეთ. უნდა ვაღიარო, რომ როცა მკითხეს, მე მზადყოფნა გამოვთქვი”, – განაცხადა დუდამ.

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend