“არა რუსულ კანონს!”- ამ სახელწოდებით ბოსტონში მცხოვრებმა ქართველებმა საპროტესტო აქცია გამართეს და საქართველოს პარლამენტში ქართული ოცნების მიერ მეორედ წარდგენილი კანონპროექტი „უცხოური გავლენების გამჭვირვალობის შესახებ“, – გააპროტესტეს.
უკვე რამდენიმე დღეა, საქართველოს მოქალაქეები კანონპროექტის წინააღმდეგ სხვადასხვა ქვეყანასა და ქალაქში აქციებს მართავენ. ისინი ითხოვენ, რომ ხელისუფლებამ უკან გაიწვიოს კანონპროექტი, რომელიც ერთი მოსმენით უკვე დამტკიცებულია.