მთავარიევროპარუსეთი„ძალიან ლმობიერია”- სერგეი ლავროვი უცხოური გავლენის კანონპროექტის შესახებ

„ძალიან ლმობიერია”- სერგეი ლავროვი უცხოური გავლენის კანონპროექტის შესახებ

რუსეთის ფედერაციის საგარეო საქმეთა მინისტრი სერგეი ლავროვი საქართველოში ინიცირებულ კანონპროექტს “უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ” ეხმაურება.

მისი განმარტებით ეს კანონპროექტი “ძალიან ლმობიერია”.

“ქალბატონი სანდუს ქცევა ძალიან მაგონებს დიქტატორების მიერ გამოყენებულ მეთოდებს. იმ შემთხვევებში, როდესაც ნათელია, რომ საჭიროა უბრალოდ უხეშად მოქცევა, საჭიროა ნებისმიერი ოპოზიციის გატეხა, ასეთ შემთხვევებში დასავლეთი თავის მიერ დანიშნულ პოლიტიკურ ფიგურებს ამის ნებას აძლევს, შეიძლება ითქვას, რომ მათ წაახალისებს კიდეც. ისევე როგორც საქართველოში, ამ საპროტესტო აქციებმა სალომე ზურაბიშვილი სიტყვის თავისუფლებისთვის მებრძოლად აქცია, მიუხედავად იმისა, რომ ეს კანონი ძალიან ლმობიერია. თავად ამერიკის შეერთებულ შტატებში, პოლონეთსა და საფრანგეთში, ევროკავშირის წევრ ბევრ სხვა ქვეყანაში მსგავსი კანონი მოიცავს ჯარიმებს, სამართლებრივ დევნას. საქართველოში კი,  თუ ფულს იღებ, ამის შესახებ არაფერს ამბობ,  და ამ ფულით არასწორ რამეებს აკეთებ,  თუ დაფინანსების 20 პროცენტზე მეტს იღებ უცხოეთიდან, უბრალოდ დეკლარაცია უნდა შეავსო”, – განაცხადა  რუსეთის ფედერაციის საგარეო საქმეთა მინისტრმა სერგეი ლავროვმა.

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend