მთავარისაქართველო„ქართული ოცნება“ რუსეთის ზეწოლის ან გავლენის ქვეშაა" - სალომე ზურაბიშვილი

„ქართული ოცნება“ რუსეთის ზეწოლის ან გავლენის ქვეშაა” – სალომე ზურაბიშვილი

„ქართული ოცნება“ აკეთებს ყველაფერს, რაც შეუძლია, რათა ხელი შეუშალოს ევროპულ და ევროატლანტიკურ ინტეგრაციას. ისინი არიან რუსეთის ზეწოლის, ან გავლენის ქვეშ“ – განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა LN24-თან ინტერვიუში.

ზურაბიშვილმა აღნიშნა ისიც, რომ კანონპროექტს ვეტოს დაადებს, თუმცა „ქართული ოცნება“ ვეტოს გადალახვას ხმების იმავე რაოდენობით შეძლებს, რომელიც კანონის პირველი მოსმენით მისაღებად დასჭირდა.

„რუსეთი ხედავს, რომ კავკასია ხელიდან ეცლება – დღეს საქართველო და სომხეთი უფრო და უფრო მეტად იყურება ევროპისკენ. რუსეთს სურს, სრული კონტროლი ჰქონდეს შავ ზღვაზე, უკრაინაზე, ჩვენს ტერიტორიებზე, რომლებიც ოკუპირებულია რუსეთის მიერ. მას სურს ახალი სამხედრო პორტის გახსნა შავ ზღვაზე. კარგად ჩანს, რომ  რუსული სტრატეგია საქართველოს ევროპაში შესვლის შეჩერებასა და მის ევროპაში დამკვიდრების ხელშეშლას გულისხმობს, რისი წყალობითაც ქვეყანას ექნებოდა უსაფრთხოება, რომელსაც დემოკრატიული თანამეგობრობის წევრობა მოუტანდა.“

„სწორედ ამ უმრავლესობამ შეიტანა კონსტიტუციაში მუხლი, რომელიც ამბობს, რომ საქართველოს ხელისუფლების ყველა წარმომადგენელმა უნდა გააკეთოს ყველაფერი, რაც მის ძალაუფლებაშია, რომ ხელი შეუწყოს ამ ევროპულ და ევროატლანტიკურ ინტეგრაციას. და ისევ ეს პარტია დღეს აკეთებს ყველაფერს, რაც შეუძლია, რომ ხელი შეუშალოს ამ ინტეგრაციას. ერთადერთი შესაძლო პასუხი არის ის, რომ ისინი არიან რუსეთის ზეწოლის, ან გავლენის ქვეშ“, – განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend