მთავარიაზიაინდოეთიმსოფლიოში ყველაზე გრძელვადიანი არჩევნები დაიწყო

მსოფლიოში ყველაზე გრძელვადიანი არჩევნები დაიწყო

ამომრჩევლებმა საარჩევნო უბნებზე რიგების დაკავება დილის 7 საათიდან დაიწყეს, პროცესის დაწყებამდე 1 საათით ადრე.

ინდოეთში 970 მილიონი რეგისტრირებული ამომრჩეველია, მსოფლიო მოსახლეობის 10%-ზე მეტი. ინდოელი ხალხი ამ არჩევნებში პარლამენტის 543 წევრსა და ასევე პრემიერ-მინისტრს აირჩევს, რომლებიც 5 წლის განმავლობაში შეუხებლები იქნებიან. არჩევნები 1-ელ ივნისამდე გაგრძელდება, ხოლო ხმები 4 ივნისს დაითვლება.

,,კარგი იქნება თუ ახალი ხელისუფლება შეძლებს უმუშევრობის მოგვარებას. სხვა შემთხვევაში ხალხს პერიფერიების დატოვება მოუწევს და სოფლები დაცარიელდება”,-ამბობს ატინდერ სინგი, ამომრჩეველი.

ამ წუთისთვის ინდოეთის პრემიერ-მინისტრი 73 წლის ნარენდრა მოდია, რომელიც ამ არჩევნებში მესამედ იყრის კენჭს და გამარჯვების შემთხვევაში მეორე ინდოელი ლიდერი გახდება, რომელიც ძალაუფლებას მესამე ვადით შეინარჩუნებს.

ინდოელ ხალხი იმედოვნებს, რომ არჩევნების შედეგები ხელს შეუწყობს ქვეყანაში არსებული სხვადასხვა რელიგიის წარმომადგენლების მიმდევარ ადამიანებს შორის ჰარმონიის ჩამოყალიბებას.

ასევე მათი აზრით, სტაბილური ფასები, უსაფრთხოება ქალებისთვის და დასაქმების შესაძლებლობები კურსდამთავრებულებისთვის ქვეყანაში ერთ-ერთი მთავარი საზრუნავია.

,,მინდა, რომ ახალი მთავრობა ყოველთვის უბრალო ადამიანების სამსახურში იყოს და ასევე მათი ერთგული’’,-ამბობს გაჯე სინგი, ამომრჩეველი.

გამოკითხვების მიხედვით, პრემიერ მოდის და მისი ინდუისტური ნაციონალისტური პარტიის გამარჯვებას პროგნოზირებს.

უცნობია ვინ უხელმძღვანელებს ინდოეთს, თუ ოპოზიციური ალიანსი, სახელად ინდოეთი, გაიმარჯვებს არჩევნებში. მის 20-ზე მეტ პარტიას არ დაუყენებია კანდიდატი და აცხადებენ, რომ კანდიდატს მას შემდეგ აირჩევენ, როცა შედეგები გახდება ცნობილი.

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend