ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტის მდივანი ენტონი ბლინკენი იტალიაში, კუნძულ კაპრიზე მიმდინარე დიდი შვიდეულის შეხვედრაზე უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრს დმიტრო კულებას შეხვდა.
ორმა დიპლომატმა ვაშინგტონის მიერ კიევისთვის ფინანსური დახმარების გაწევის საკითხი განიხილეს.
I met with @SecBlinken to thank the United States for standing with Ukraine.
We went over in detail our joint global efforts to get more "Patriot" air defense systems and missiles to Ukraine as soon as possible. I appreciate Secretary Blinken's efforts to facilitate the… pic.twitter.com/MWMc1jiX3J
— Dmytro Kuleba (@DmytroKuleba) April 18, 2024
„სწორედ ამ დროს უკრაინის ყველა მოკავშირე და მეგობარი სახელმწიფო მაქსიმუმს აკეთებს, რომ კიევს თავდაცვისთვის შესაბამისი შეიარაღება და ინსტრუმენტები ჰქონდეს. ამ მიზნით აუცილებელია, რომ პრეზიდენტის მიერ კონგრესისთვის განცხადებული მოწოდება უკრაინისათვის სამხედრო დახმარების ახალი პაკეტის დამტკიცების შესახებ კანონმდებლებმა გაითვალისწინონ. წინააღმდეგ შემთხვევაში ჩვენ გვექნება კონფლიქტით და არა სტაბილურობით სავსე მსოფლიო“, – განაცხადა ენტონი ბლინკენმა.
უკრაინელმა კოლეგამ კი კიდევ ერთხელ გადაუხადა მადლობა დასავლელ პარტნიორებს გაწეული დახმარებისთვის.
„არ მგონია, რომ უკრაინის ზომის სახელმწიფოს რუსეთის ფედერაციისთვის წინააღმდეგობის გაწევა ამდენი ხნით შეძლებდა, რომ არა ამერიკის შეერთებული შტატების მიერ გაწეული დახმარება. ამ თანადგომის გაგრძელება აუცილებელია, მსოფლიოს ბედია ამ დახმარებაზე დამოკიდებული“, – განაცხადა დმიტრო კულებამ.
კონგრესში, წარმომადგენელთა პალატაში, რესპუბლიკელთა უმრავლესობის ფონზე კიევისთვის სამხედრო დახმარების გაწევა შეჩერებულია, ბრძოლის ველზე კი ტყვია – წამლის ნაკლებობის ფონზე უკრაინულ არმიას რიგ მიდამოებში უკანდახევა უწევს.