მთავარიკუბიამერიკული მედიის ცნობით, ისრაელმა ირანზე სარაკეტო იერიში მიიტანა

ამერიკული მედიის ცნობით, ისრაელმა ირანზე სარაკეტო იერიში მიიტანა

ირანის ხელისუფლებაში აცხადებენ, რომ ჩამოაგდეს რამდენიმე დრონი და უარყოფენ გავრცელებულ ინფორმაციას იმის თაობაზე, რომ ისრაელის მხრიდან სარაკეტო თავდასხმა განხორციელდა ირანზე. ამის შესახებ პლატფორმა „იქსზე“ დაწერა ირანის კოსმოსური სააგენტოს წარმომადგენელმა.

ზოგიერთი ირანული ტელეარხი წყაროებზე დაყრდნობით აღნიშნავს, რომ ზოგადად არანაირი საჰაერო თავდასხმა ირანზე დღეს საერთოდ არ მომხდარა.

მანამდე ამერიკული ტელეარხები CBS და ABC, წყაროებზე დაყრდნობით წერდნენ, რომ ისრაელმა რაკეტები დაუშინა ირანს.

პენტაგონსა და თეთრ სახლს ოფიციალური კომენტარი ამასთან დაკავშირებით არ გაუკეთებია.

დღეს გამთენიისას ირანის ქალაქ ისპაანის აეროპორტთან აფეთქებების ხმა გაისმა. ქალაქი ისპაანში არის მნიშვნელოვანი სამხედრო საჰაერო ბაზა და ირანის რამდენიმე ბირთვული ობიექტი.

აღსანიშნავია, რომ გასულ დღეებში ისრაელის წარმომადგენლები აცხადებდნენ, რომ ისრაელი აპირებს განახორციელოს საპასუხო დარტყმა, მას შემდეგ რაც გასულ კვირას ირანმა ასობით რაკეტა და დრონი ისროლა ისრაელის მიმართულებით. ისრაელის უმეტესობა მათგანის გაანეიტრალა.

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend