მთავარიმსოფლიოWORLD PRESS PHOTO 2024 – გამარჯვებულები

WORLD PRESS PHOTO 2024 – გამარჯვებულები

ყველაზე აქტუალური საკითხები, რომლებიც ეხება დამანგრეველ კონფლიქტებს, პოლიტიკურ აჯანყებებს, მიგრანტების უსაფრთხო გადაადგილებას თუ კლიმატის კრიზისს, ეს ყველაფერი აღბეჭდილია WORLD PRESS PHOTO 2024-ის გამარჯვებულების მიერ. წელს ამ კონკურსს ჰყავს 24 გამარჯვებული, რომლებიც ჟიურიმ 61 000-ზე მეტი ნამუშევრიდან აარჩია.

  1. წლის ფოტოდ დასახელდა „როიტერის“ ფოტოგრაფის, მოჰამედ სალემის, ნამუშევარი, რომელზეც აღბეჭდილია ის, თუ როგორ ეხუტება პალესტინელი ქალი მოკლული ბავშვის ცხედარს. ფოტოგრაფმა მას უწოდა ძლიერი და ამასთან სევდიანი წუთები, რომლებიც უფრო მძაფრად აღწერს მდგომარეობას ღაზის სექტორში.

2. წლის ამბად დასახელდა GEO-ს ფოტოგრაფის ლი ენ ოლვეიჯის ფოტო, რომელზეც მადაგასკარში მცხოვრები 91 წლის პოლი და მისი შვილიშვილი ემზადებიან ეკლესიაში წასასვლელად, პოლს აქვს დემენცია და მასზე მისი ქალიშვილი ფარა ზრუნავს.

3. გრძელვადიანი პროექტის ფარგლებში კი გაიმარჯვა The New York TimeS-ისა და Bloomberg-ის ფოტოგრაფმა ალეხანდრო სეგარამ, ფოტოს სახელწოდებაა “ორი კედელი”. ფოტოზე მექსიკაში მიგრანტი დადის სატვირთო მატარებლის თავზე, ამ მატარებელს კი “ურჩხულს” უწოდებენ. ხშირად მიგრანტებს, რომელთაც არ აქვთ ფინანსური რესურსები, სწორედ ასეთ გზას მიმართავენ, რომ ამერიკის საზღვართან მიაღწიონ. წლების განმავლობაში ასობით მიგრანტი ეცემა ამ ლიანდაგებზე, ზოგს კლავენ, ხშირია გატაცება და ძარცვაც.

4. ღია ფორმატის ჯილდო კი მიიღო უკრაინელმა ფოტოჟურნალისტმა იულია კოჩეტოვამ, რომელიც აღწერს რუსეთის ომს უკრაინაში, ეს არის მულტიმედიური ნაშრომი, რომელზეც დატანილია ომში მყოფი ადამიანების ამსახველი ფოტოები, მიმოწერები და მუსიკა.

5. “ავღანეთი ზღვარზე” – სწორედ ეს არის იმ ფოტოს სახელწოდება, რომლითაც ჯილდო მოიპოვა იბრაჰიმ ნოროზიმ, Associated Press-ის ფოტოგრაფმა. ფოტოზე აღბეჭდილია ის მძიმე ვითარება, რაც ახლა ავღანეთშია, ბავშვები უყურებენ ვაშლს, რომელიც დედამ მოწყალების თხოვნის შემდეგ მოუტანა მათ.

6. ლალო დე ალმეიდას ფოტომ მიიღო ასევე ჯილდო, რომელზეც აღბეჭდილია გვალვა ამაზონში. 2023 წელს დიდი გვალვა იყო იქ, რის შედეგადაც დაზარალდა ადგილობრივი მოსახლეობა. პორტო პრაიაში მყოფებს კი სახლებში მისასვლელად მდინარის მშრალ კალაპოტზე კილომეტრების გავლა მოუწიათ.

უახლესი

სხვა ამბები

00:02:21

EMMY AWARDS 2024

spot_imgspot_img
Send this to a friend