რუსი სამხედროები მთიან ყარაბაღს ტოვებენ. 2000 რუსი ჯარისკაცი “სამშვიდობოების” სტატუსით რეგიონში 2020 წლიდან არის. მათი მანდატი ხუთწლიანი იყო, თუმცა რეგიონიდან გასვლის გადაწყვეტილება მოსკოვმა აზერბაიჯანის მოთხოვნის შესაბამისად 4 წლის თავზე მიიღო.
ევრონიუს ჯორჯიას ეთერში საუბრობს EPRC-ის მკვლევარი, მთიანი ყარაბაღის მეორე ომის შესახებ წიგნის ავტორი ზაზა შენგელია.