მთავარიკუბიMeta-ს "ახალ წესთან" დაკავშირებით ყალბი ინფორმაცია ვრცელდება

Meta-ს “ახალ წესთან” დაკავშირებით ყალბი ინფორმაცია ვრცელდება

სოციალური ქსელის ქართულ სეგმენტში გამოჩნდა ერთი და იგივე ტექსტით პუბლიკაცია, სადაც მომხმარებლები მოუწოდებენ ფეისბუკს რომ არ გამოიყენოს კომპანიამ მათი ფოტოები.

„არ დაგავიწყდეთ, ხვალ იწყება Facebook-ის ახალი წესი (aka… new name, META), სადაც მათ შეუძლიათ, გამოიყენონ თქვენი ფოტოები. შეგახსენებთ, ბოლო ვადა დღესაა!!!”.

დავიწყოთ იმით, რომ ამ ცვლილების შესახებ არანაირი ოფიციალური განცხადება კომპანია მეტას არ გაუკეთებია.

ასევე არ იძებნება მსგავსი ინფორმაცია არცერთ ავტორიტეტულ მედიაში და არ არსებობს დადასტურებული ცნობები იმასთან დაკავშირებით, რომ ფეისბუკი ცვლის ფოტოების გამოყენების წესებს.

ზოგადად ამბავი იმის შესახებ, რომ „მეტა“ მომხმარებლის ფოტოების გამოყენებას იწყებს, პერიოდულად ჩნდება ინტერნეტში, არამხოლოდ ქართულ ენაზე.

მაგალითად, 2022 წელს იგივე შინაარსის ტექსტი გაზიარდა ინგლისურენოვან მომხმარებლებს შორის.

როგორც გამოცემა “სნუპსის ” მკვლევრები აღნიშნავენ, იგივე შინაარსის მაგრამ განსხვავებული სიტყვებით მსგავსი დაკოპირებული პუბლიკაციები ფეისბუკზე 2012 წლიდან ვრცელდება.

რაც შეეხება პერსონალური მონაცემების გამოყენებას, როდესაც მომხმარებელი გადაწყვეტს, რომ დარეგისტრირდეს მეტას ნებისმიერ პლატფორმაზე, რეგისტრაციის დროს ის აძლევს თანხმობას კომპანიას, რომ შეაგროვოს მომხმარებლის პერსონალური ინფორმაცია. ამის შესახებ ინფორმაცია ღიად აქვს გამოქვეყნებული მეტას, თუ რა ტიპის ინფორმაციას აგროვებს მომხმარებელზე .

„ინფორმაცია და კონტენტი (ფოტო, ვიდეო ტექსტი…), რომელსაც მომხმარებელი აზიარებს, აგროვებს სოციალური ქსელი”, – ვკითხულობთ სოციალური ქსელების გამოყენების ინსტრუქციაში.

“რაც შეეხება ფბ-ს და სურათებს, ის მათ ისედაც გამოიყენებს, ამიტომ პიკანტურ ფოტოს, რომელიც არ გინდათ სხვამ ნახოს, რომელიც დაემუქრება თქვენს სამსახურებრივ ან პირად რეპუტაციას, რომელიც გასცემს ინფორმაციას ადგილსამყოფელის შესახებ, ნუ გამოაქვეყნებთ”, – აღნიშნავს სოციალურ ქსელში კიბერსპეციალისტი ანდრო გოცირიძე.

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend