მთავარიამბებიიტალიაში კუნძულ კაპრიზე, დიდი შვიდეულის სამდღიანი სამიტი მიმდინარეობს

იტალიაში კუნძულ კაპრიზე, დიდი შვიდეულის სამდღიანი სამიტი მიმდინარეობს

დიდი შვიდეულის ლიდერები იტალიის კუნძულ კაპრიზე შეიკრიბნენ. სადაც დღის წესრიგით განსაზღვრულ თემებთან დაკავშირებით მოლაპარაკებები იმართება.

ერთ-ერთი მთავარი განსახილველი საკითხი ახლო აღმოსავლეთში მიმდინარე კონფლიქტია.

მოლაპარაკებებში ჩართული არიან შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივანი ენტონი ბლინკენი და დიდი შვიდეულის ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრები.

სამდღიანი სამიტის დასრულების შემდეგ ისინი, სავარაუდოდ, გამოაქვეყნებენ ერთობლივ განცხადებას, რომლითაც ლიდერები, ისრაელს მოუწოდებენ, არ დაიწყოს საბრძოლო მოქმედებები ირანის ბოლოდროინდელი მასშტაბური სარაკეტო და დრონებით იერიშის საპასუხოდ.

ისინი ასევე განიხილავენ ირანისთვის სანქციების დაწესების საკითხს, რათა ირანმა ვერ გამოიყენოს და ვეღარ მიაწოდოს შეიარაღება თავის მოკავშირეებს, მათ შორის „ჰამასსა“ და „ჰეზბოლას“.

თეირანის ისრაელზე თავდასხმის გამო კუნძულზე გაძლიერებულია უსაფრთხოების ზომები. განსახილველ თემებს შორისაა უკრაინის სამხედრო დახმარების საკითხიც. შეხვედრას უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრი და ნატოს გენერალური მდივანიც ესწრებიან.

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend