მთავარიმსოფლიო“ის ჩემი მეგობარია” - დონლად ტრამპმა ანდჟეი დუდას უმასპინძლა

“ის ჩემი მეგობარია” – დონლად ტრამპმა ანდჟეი დუდას უმასპინძლა

აშშ-ის პრეზიდენტობის კანდიდატი დონალდ ტრამპი პოლონეთის პრეზიდენტს ანჯეი დუდას ნიუ-იორკი შეხვდა. დონალდ ტრამპმა ანჯეი დუდას ვახშამზე „ტრამპ თაუერში“ უმასპინძლა.

დუდა უკრაინის მტკიცე მხარდამჭერია. იგი მოუწოდებს ვაშინგტონს, მეტი დახმარება გაუწიოს კიევს რუსეთის სამხედრო აგრესიის შესამცირებლად.

ტრამპმა საზოგადოებას განუცხადა, რომ  ანჯეი დუდა მისი მეგობარია. დუდა ერთ-ერთია იმ ლიდერებს შორის, რომლებიც  ტრამპს ბოლო კვირებში შეხვდნენ. ევროპაში არ გამორიცხავენ  ტრამპის  ხელისუფლებაში დაბრუნებას.

ზოგიერთი პოლონელი ფიქრობს, რომ ვიზიტის გამო შესაძლოა, ზიანი მიადგეს ქვეყნისა და პრეზიდენტ ჯო ბაიდენის ადმინისტრაციის ურთიერთობას, თუმცა კონექტიკუტის დემოკრატმა სენატორმა კრის მერფიმ, რომელიც ბაიდენის ახლო მოკავშირეა, აღნიშნა, რომ ასეთი ვიზიტები მნიშვნელოვანია და დასძინა,  რომ ყოფილი პრეზიდენტი ბარაკ ობამაც მართავს მსგავს შეხვედრებს საერთაშორისო ტურის ფარგლებში.

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend