მთავარიამერიკააშშ"გმადლობ, ღამე მშვიდობისა - ბონ ჯოვის ისტორია"

“გმადლობ, ღამე მშვიდობისა – ბონ ჯოვის ისტორია”

ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი, ამერიკული როკ ბენდის “ბონ ჯოვი” ამბავზე დოკუმენტური სერიალი სახელად ’’გმადლობ, ღამე მშვიდობისა – ბონ ჯოვის ისტორია’’ კომპანიამ Disney+ გადაიღო.

,,ადამიანს სიკვდილს წინ მთელი თავისი განვლილი ცხოვრება ჩაუვლის თვალწინ. საბედნიეროდ, მე ჯერ არ მოვმკვდარვარ და ამ სერიალის მეშვეობით ჩემი ცხოვრების ნახვა მოვახერხე. ძალიან ამაღელვებელი იყო ცხოვრების იმ ეტაპების ნახვა ეკრანზე, რაც აქამდე გამოვიარეთ”, – ამბობს ჯონ ბონ ჯოვი, ჯგუფ “ბონ ჯოვის” სოლისტი.

რამდენიმე დღის წინ ჯგუფის წევრები: ჯონ ბონ ჯოვი, ტიკო ტორესი და დევიდ ბრაიანი გამოჩნდნენ ლონდონის წითელ ხალიჩაზე, სადაც სერიალის პრემიერას დაესწრნენ.

“ჩვენ ძმები ვართ, ერთი ოჯახი ვართ, უკვე 40 წელია ერთად ვართ და ჩვენი განვლილი ცხოვრების ეკრანზე ნახვა საოცრად გულის ამაჩუყებელია. ამ სერიალმა ის სახალისო და ასევე მტკივნეული მომენტები შეგვახსენა, რაც რეალურად გამოგვივლია ჩვენი მთელი კარიერის განმავლობაში”, – ამბობს ტიკო ტორესი, ჯგუფ “ბონ ჯოვის” წევრი.

სერიალის პრემიერა მაყურებლებისთვის 26 აპრილს შედგება. ოთხნაწილიანი დოკუმენტური სერიალი ჯგუფის 40-წლიანი კარიერის შესახებ მოგვითხრობს. სერიალი მაყურებელს სცენის მიღმა ჯგუფის კულისებში არსებულ ვითარებაში ახედებს, ასევე გვაჩვენებს მათ ტრიუმფსა და წარუმატებლობებს.

“21 წლის ვიყავი, როცა ამ ჯგუფში გავწევრიანდი და მთელი ცხოვრებაა აქ ვარ. ვფიქრობ, გულშემატკივრებს ჩვენი ისტორიის ყურება და მოსმენა ძალიან მოეწონებათ. აქ თქვენ ნახავთ ჩვენს მოგზაურობებს, სად ვიყავით, რა გამოვიარეთ და საიდან მოვედით აქამდე”, – ამბობს დევიდ ბრაიანი, ჯგუფ ,,ბონ ჯოვის’’ წევრი.

ჯგუფის სოლისტმა ჯონ ბონ ჯოვიმ 2 წლის წინ ყელის ოპერაცია გაიკეთა. მას დღემდე რეაბილიტაციის პერიოდი აქვს და საბოლოო გამოჯანმრთელების გზაზეა, თუმცა ჯერ არავინ იცის, შეძლებს თუ არა ტურნეში მონაწილეობას.

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend