მთავარიმსოფლიოანგარიში მსოფლიო მოსახლეობის მდგომარეობის შესახებ

ანგარიში მსოფლიო მოსახლეობის მდგომარეობის შესახებ

ბოლო 30 წლის განმავლობაში სექსუალური და რეპროდუქციული ჯანმრთელობის უფლებების კუთხით მნიშვნელოვანი პროგრესის მიუხედავად, მსოფლიოს გარშემო უამრავი გოგონა და ქალი გეოგრაფიული გარემოებების თუ იდენტობის გამო კვლავ მარგინალიზებული რჩება.

გაეროს მოსახლეობის ფონდის უახლესი ანგარიშის თანახმად, ევროპის რეგიონში თითქმის განახევრდა დედათა სიკვდილიანობის მაჩვენებელი, ნაკლები ქალი იღუპება მშობიარობის დროს, ნაკლები არასრულწლოვანი მშობიარობს და ქალებს ნაკლებად ეზღუდებათ წვდომა კონტრაცეფციის საშუალებებზე.

თუმცა, ამავდროულად, “მსოფლიო მოსახლეობის მდგომარეობის” შესახებ ანგარიშში ვკითხულობთ, რომ რიგი მიმართულებებით არსებული ვითარება უარესდება კიდეც. კონტრაცეფციის თანამედროვე მეთოდებით სარგებლობის მაჩვენებელი უკიდურესად დაბალია აღმოსავლეთ ევროპისა და ცენტრალური აზიის ზოგიერთ ქვეყანაში, მათგან ხუთში, ქალების ნახევარზე მეტი არ სარგებლობის კონტრაცეფციის არცერთი ფორმით, რეპროდუქციული ასაკის ყოველი ათი ქალიდან ერთი ქალი ვერ სარგებლობს საკუთარი სხეულისა და ჯანმრთელობის შესახებ გადაწყვეტილების მიღების თავისუფლებით.

“მსოფლიომ ნულოვანი პროგრესი განიცადა ქალების ორსულობისა და მშობიარობის გართულებების შედეგად გამოწვეული სიკვდილის პრევენციის მხრივ. ყოველ მეოთხე ქალს არ შეუძლია საკუთარი ჯანმრთელობის შესახებ გადაწყვეტილებების მიღება. ყოველ მეოთხე ქალს არ შეუძლია უარი თქვას სქესობრივ კავშირზე. თითქმის ყოველ მეათე ქალს არ შეუძლია თავად გააკეთოს არჩევანი, გამოიყენოს თუ არა კონტრაცეფცია. ჩვენ პირველად შევაგროვეთ მონაცემები იმის შესახებ, მყარდება თუ არ ქალთა ავტონომია დროთა განმავლობაში. მონაცემების თანახმად, ქვეყნების 40%-ში საპირისპირო პროცესი მიმდინარეობს. რატომ? ჩვენი კვლევის თანახმად, ამის მიზეზი ისაა, რომ ყველაზე მძიმე მდგომარეობაში მყოფთა დახმარება პრიორიტეტს არ წარმოადგენს“, – ამბობს ნატალია კანემი, გაეროს მოსახლეობის ფონდის აღმასრულებელი დირექტორი.

ანგარიშის თანახმად, ჯანდაცვის ხელმისაწვდომობით მეტწილად მაღალი სოციალურ-ეკონომიკური სტატუსის მქონე ქალები სარგებლობენ, ხოლო შშმ ქალები და გოგოები 10-ჯერ უფრო ხშირად ხდებიან გენდერული ნიშნით ძალადობის, მათ შორის, სექსუალური ძალადობის მსხვერპლი.

“თითოეულ ქვეყანაში, ყველა მარგინალიზებულ ჯგუფს, საკუთარი უნიკალური გამოწვევა აქვს სექსუალური და რეპროდუქციული ჯანმრთელობის კუთხით. მათ, ვისაც სიღარიბეში უწევს ცხოვრება, ხშირად უჭირთ შესაბამისი ხარისხის სამედიცინო დახმარების მიღება. შშმ პირებს კი, რომლებიც დისკრიმინაციას ორჯერ უფრო ხშირად აწყდებიან ვიდრე სხვები, უჭირთ საავადმყოფოებსა და სხვა საჭირო სერვისებზე წვდომა”, – ამბობს ლეილა შარაფი, გაეროს მოსახლეობის ფონდის გენდერისა და ადამიანის უფლებათა განყოფილების უფროსი.

რეპროდუქციული ჯანმრთელობის კუთხით საქართველოში არსებულ მდგომარეობაზე ევროკომისიის მიერ გამოქვეყნებულ გაფართოების ანგარიშშია საუბარი. დოკუმენტში ვკითხულობთ, რომ საქართველოში დედების სიკვდილიანობის მაჩვენებელი მაღალია და ამ შემთხვევების უდიდესი ნაწილის თავიდან აცილება შეიძლება.

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend