მთავარისაქართველოსაქართველოში მიმდინარე პროცესებს აფასებენ კრემლში

საქართველოში მიმდინარე პროცესებს აფასებენ კრემლში

საქართველოში მიმდინარე პროცესებს მოსკოვიდან კვლავ ეხმაურებიან, ამჯერად, უკვე კრემლიდან. რუსეთის პრეზიდენტის პრესსპიკერი დმიტრი პესკოვი ამბობს, რომ მსგავსი კანონის შექმნის პირველი ინიციატორი არა რუსეთი, არამედ ამერიკის შეერთებული შტატებია. თუმცა პესკოვი არაფერს ამბობს იმის შესახებ, როგორო მოქმედებს და რა შედეგები მოჰყვა იმ კანონს, რომელიც „უცხოური გავლენებისგან“ დასაცავად წლების წინ რუსეთში მიიღეს.

„ეს კანონპროექტი რუსული ვერ იქნება. სწორედ ამერიკის შეერთებული შტატებია პირველი სახელმწიფო, რომელმაც ე.წ. FARA-ს კანონი შემოიღო. დღესდღეობით უამრავი სახელმწიფო მიმართავს ყველა ზომას, რათა საკუთარი თავი უცხოური გავლენისგან დაიცვას, როგორც საგარეო, ასევე საშინაო თვალსაზრისით. საქართველოში მიმდინარე პოლიტიკური პროცესის ანტირუსული განწყობის შექმნას „გარედან მართული ძალები“ უწყობენ ხელს. ჩვენ ყველაფერი შესანიშნავად გვესმის და ვაკვირდებით ვითარებას”, – განაცხადა პუტინის პრესსპიკერმა დმიტრი პესკოვმა.

ის ამბობს, რომ რუსეთი ყურადღებით აკვირდება საქართველოში მიმდინარე პროცესებს.

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend