მთავარიევროპაუკრაინარუსებმა ხერსონის რეგიონის მარჯვენა სანაპიროზე 15 დასახლებული პუნქტი დაბომბეს

რუსებმა ხერსონის რეგიონის მარჯვენა სანაპიროზე 15 დასახლებული პუნქტი დაბომბეს

რუსი სამხედროები კვლავ ბომბავენ  ხერსონის რეგიონის მარჯვენა სანაპიროს. გასული დღის განმავლობაში რუსებმა მარჯვენა სანაპიროზე 2 რაკეტა გაუშვეს, 43-ჯერ მიიტანეს ავიაიერიში და დაბომბეს 15 დასახლებული პუნქტი.

უკრაინის ლიდერი ვოლოდიმირ ზელენსკი აცხადებს, რომ შეერთებული შტატების დახმარების გარეშე ომს ვერ მოიგებენ.

საფრანგეთის პრეზიდენტმა ემანუელ მაკრონმა მარტში ერთ-ერთი ინტერვიუს დროს განაცხადა, რომ რუსეთს ოლიმპიური თამაშების დროს ცეცხლის შეწყვეტას სთხოვს.  თუმცა რუსეთის პრეზიდენტის სპიკერი დმიტრი პესკოვი ამბობს, რომ მსგავსი შემოთავაზება არ ყოფილა. მისი აზრით,  ასეთი ინიციატივები ბევრ სირთულესთან არის დაკავშირებული.

ჩინეთში სამდღიანი ვიზიტის ფარგლებში მყოფი ოლაფ შოლცი კი სი ძინ პინს სთხოვს, ზეწოლა მოახდინოს რუსეთზე, რათა დაასრულოს სამხედრო ოპერაცია უკრაინაში. მისი თქმით, ახლა მთავარი ისაა, რომ პუტინმა აღარ გაგრძელოს ომი, რომელიც მან წამოიწყო. ამ ომს არ აქვს არანაირი გამართლება. შესაბამისად, ოლაფ შოლცის თქმით, მას არც იარაღი არ უნდა მიეწოდოს.

ვოლოდიმირ ზელენსკიმ კი სამშაბათს ხელი მოაწერა კანონს მობილიზაციასთან დაკავშირებით. კანონის მიხედვით, სამხედროები ფრონტზე 18 თვის ან ჯამში  36-თვიანი სამსახურის შემდეგ უნდა გათავისუფლდნენ. გამონაკლისი მხოლოდ სამხედრო ტყვეებს შეეხებათ.

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend