მთავარისაქართველოპრეზიდენტი ევროკავშირის ქვეყნების ელჩებს შეხვდა

პრეზიდენტი ევროკავშირის ქვეყნების ელჩებს შეხვდა

სალომე ზურაბიშვილი საქართველოში აკრედიტებული დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლებს შეხვდა. პრეზიდენტმა ელჩებს ორბელიანების სასახლეში უმასპინძლა. შეხვედრის მთავარი განსახილველი თემა „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“კანონპროექტი იყო.

სალომე ზურაბიშვილმა დღეს, 17 აპრილს, დიპლომატებთან გამართულ შეხვედრაზე თქვა, რომ ქვეყანაში საზოგადოების დაყოფა და დესტაბილიზაცია რუსეთის მიზანია. „თქვენი მხარდაჭერა მნიშვნელოვანია ქვეყნისათვის და განაგრძეთ ეს მხარდაჭერა“,- მიმართა ელჩებს პრეზიდენტმა.

სალომე ზურაბიშვილმა დღევანდელ შეხვედრაზე ასევე აღნიშნა, რომ მნიშვნელოვანია, გაიზარდოს ევროპელი ლიდერების მაღალი დონის ვიზიტები. ის ასევე შეეხო მომავალ საპარლამენტო არჩევნებსაც და თქვა, რომ არჩევნებზე ხალხს არჩევანის თავისუფლად გაკეთების შესაძლებლობა უნდა მიეცეს.

შეხვედრა მედიისთვის დახურული იყო. პრეზიდენტის ადმინისტრაციის ცნობით, ამ შეხვედრაზე ევროკავშირის ელჩმა პაველ ჰერჩინსკიმ კიდევ ერთხელ აღნიშნა, რომ ეს კანონი ეწინააღმდეგება საქართველოს ევროპულ გზას. მსგავსი შინაარსის განცხადებები დიპლომატებმა ბოლო დღეებში არაერთხელ გააკეთეს.

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend