სადავო კანონპროექტის შესახებ განცხადებას ავრცელებენ ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი ჯოზეფ ბორელი და სამეზობლო პოლიტიკისა და გაფართოების საკითხებში ევროკავშირის კომისარი ოლივერ ვარჰეი.
მათი განცხადებით, “ქართული ოცნების” მიერ ინიციირებული კანონპროექტი საქართველოს ევროკავშირში ინტეგრაციის გზაზე შემაფერხებელი ფაქტორია.
Georgia: the “transparency of foreign influence” law is not in line with EU norms & values. If adopted, it would limit CSO & media work and freedom of expression.
We urge Leaders to refrain from adopting legislation that can compromise Georgia’s EU path. https://t.co/6fNgSeIGkR— Josep Borrell Fontelles (@JosepBorrellF) April 17, 2024
“მოვლენათა ამგვარი განვითარება ძალზე შემაშფოთებელია და ამ კანონის საბოლოო მიღება უარყოფითად იმოქმედებს საქართველოს წინსვლაზე ევროკავშირისკენ მიმავალ გზაზე. ეს კანონი ევროკავშირის ძირითად ნორმებსა და ღირებულებებთან შეუთავსებელია.
საქართველოს ჰყავს აქტიური სამოქალაქო საზოგადოება, რომელიც ხელს უწყობს ქვეყნის წარმატებულ წინსვლას ევროკავშირის წევრობისკენ. შემოთავაზებულმა კანონმდებლობამ შესაძლოა შეზღუდოს როგორც სამოქალაქო საზოგადოებისა და მედიაორგანიზაციების თავისუფალი მუშაობის შესაძლებლობა, ასევე გამოხატვის თავისუფლება და მოახდინოს საქართველოს მოქალაქეებისთვის სარგებლის მომტანი ორგანიზაციების უსამართლოდ სტიგმატიზება.
ევროკავშირი მოუწოდებს საქართველოს, თავი შეიკავოს ისეთი კანონმდებლობის მიღებისგან, რომელმაც შესაძლოა საქართველოს ევროკავშირისკენ მიმავალი გზა დაათმობინოს – ის გზა, რომელსაც საქართველოს მოქალაქეების აბსოლუტური უმრავლესობა უჭერს მხარს”, — ვკითხულობთ განცხადებაში.