მთავარიაზიაღაზაისრაელის მიერ ჩრდილოეთ ღაზაში, ერთ-ერთ მეჩეთზე მიტანილ ავიაიერიშს მშვიდობიანი მოქალაქეები ემსხვერპლნენ

ისრაელის მიერ ჩრდილოეთ ღაზაში, ერთ-ერთ მეჩეთზე მიტანილ ავიაიერიშს მშვიდობიანი მოქალაქეები ემსხვერპლნენ

გასულ ღამეს ისრაელმა ჩრდილოეთ ღაზაში, ჯაბალიას ლტოლვილთა ბანაკში, მეჩეთზე ავიაიერიში მიიტანა. დაიღუპა და დაიჭრა რამდენიმე ადამიანი.

11 ადამიანის, მათ შორის 3 ბავშვის ცხედარი, ახლომდებარე დეირ ელ-ბალაჰის საავადმყოფოში გადაასვენეს.

გაეროს ჰუმანიტარულ საქმეთა კოორდინაციის სამსახურის უფროსის ანდრეა დე დომენიკოს თქმით, ღაზაში 2 მილიონი ადამიანი ყოველდღე იბრძვის გადარჩენისთვის. არ არსებობს უსაფრთხო ადგილი, სადაც ადამიანები თავს შეაფარებენ. ამის შესახებ მათაც არაერთხელ უთქვამთ.

Copyright AP

ღაზაში მთლიანად განადგურებულია სახლები, მანქანები, სატვირთო მანქანები, გზები, ასევე დანგრეულია სკოლების დიდი ნაწილი. აღარ არსებობს არც ერთი უნივერსიტეტი, რომელიც ჯერ კიდევ მთელია.

დეირ-ელ ბალაჰში საქველმოქმედო ორგანიზაციამ მოსახლეობას საკვები დაურიგა. ქალაქის ცენტრში  უამრავმა ადამიანმა მოიყარა თავი,  მათი უმეტესობა ბავშვი იყო.   ღაზაში ურთულესი მდგომარეობაა, მოსახლეობის დიდი ნაწილი შიმშილის ზღვარზეა.

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend