მთავარიამერიკააშშთეთრ სახლში განაცხადეს, რომ უკრაინასა და ახლო აღმოსავლეთში განსხვავებული კონტექსტი და საჰაერო...

თეთრ სახლში განაცხადეს, რომ უკრაინასა და ახლო აღმოსავლეთში განსხვავებული კონტექსტი და საჰაერო სივრცეა

თუ ამერიკის შეერთებული შტატები მოკავშირეებთან ერთად ისრაელს ირანული დრონების განადგურებაში დაეხმარა, რატომ არ შეიძლება უკრაინაში იმავეს გაკეთება?
ამ კითხვას ამერიკის შეერთებული შტატების უსაფრთხოების საბჭოს წარმომადგენელმა, ჯონ კირბიმ უპასუხა.

კირბიმ აღნიშნა, რომ კონტექსტი სხვადასხვაგვარია, შესაბამისად, განსხვავებულია საფრთხეც, რომელსაც საომარ მოქმედებებში მონაწილეობა ქმნის.

კირბის განცხადებას წინ ვოლოდიმირ ზელენსკის მოწოდება უძღოდა. უკრაინის პრეზიდენტმა მოკავშირეებს მოუწოდა, ისევე დაიცვან უკრაინა, როგორც ირანის შეტევისგან ისრაელი დაიცვეს.

„უკრაინასა და ისრაელში სხვადასხვა კონტექსტი, სხვადასხვა საჰაერო სივრცე და საფრთხის სხვადასხვა სურათია. პრეზიდენტმა უკრაინაში ომის დაწყებისთანავე განაცხადა, რომ ამერიკის შეერთებული შტატები უკრაინაში მიმდინარე საბრძოლო მოქმედებებში არ ჩაერთვებოდა. ჩვენ უკრაინას მათი საჭიროებების მიხედვით ვეხმარებოდით, რათა საკუთარი საჰაერო სივრცე დაეცვათ. სამწუხაროდ, ეს პროცესი ახლა დამატებითი დაფინანსების არარსებობის გამო შეჩერებულია”, – განაცხადა ამერიკის შეერთებული შტატების ეროვნული უსაფრთხოების საბჭოს წარმომადგენელმა, ჯონ კირბიმ.

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend