ირანის ისლამური რესპუბლიკის საგარეო საქმეთა მინისტრის პირველი მოადგილე ისრაელთან შესაძლო სამხედრო დაპირისპირების შესახებ საუბრობს. ალი ბაღერი ხანი აცხადებს, რომ იმ შემთხვევაში, თუ ისრაელი ირანზე შეტევას მიიტანს, ირანი რამდენიმე წამში უპასუხებს.
„სიონისტური რეჟიმის მიერ ჩვენი სამშობლოს წინააღმდეგ ნებისმიერი აგრესიული ქმედების საპასუხო დარტყმას ჩვენ არა რამდენიმე საათში, არამედ რამდენიმე წამში მივიტანთ. ჩვენი საპასუხო დარტყმა სრულყოფილი და ისრაელისთვის გამანადგურებელი იქნება“, – განაცხადა ალი ბაღერი ხანმა, ირანის ისლამური რესპუბლიკის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ.
1979 წელს ირანის ისლამური რევოლუციიდან თეირანსა და ისრაელს შორის დაძაბული ვითარებაა, თუმცა 12 აპრილს ირანმა ისტორიაში პირველად მიიტანა ისრაელზე პირდაპირი იერიში.