საქართველოს პარლამენტთან მიმდინარე საპროტესტო აქციაზე შინაგან საქმეთა სამინისტროს ერთი თანამშრომელი დაშავდა – ამის შესახებ ინფორმაციას თავად უწყება ავრცელებს.
“შსს კიდევ ერთხელ მოუწოდებს პარლამენტის მიმდებარე ტერიტორიაზე მყოფ აქციის მონაწილეებს, დაემორჩილონ სამართალდამცველების მითითებებს, თავი შეიკავონ ძალადობრივი ქმედებებისა და პოლიციელებზე თავდასხმისგან.
აქციის მიმდინარეობისას უკვე დაშავებულია შინაგან საქმეთა სამინისტროს ერთი თანამშრომელი”, – წერია შსს-ს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
უწყების ცნობით, თუ აქციის მონაწილეები გააგრძელებენ მართლსაწინააღმდეგო ქმედებებს, შსს გამოიყენებს კანონით გათვალისწინებულ სპეციალურ საშუალებებს.