მთავარისაქართველოპარლამენტის შენობის მიმდებარე ქუჩებზე სპეცრაზმი და საპოლიციო დანაყოფებია

პარლამენტის შენობის მიმდებარე ქუჩებზე სპეცრაზმი და საპოლიციო დანაყოფებია

საქართველოს პარლამენტთან ათასობით დემონსტრანტი კვლავ შეიკრიბა ე.წ. “აგენტების კანონპროექტის” გასაპროტესტებლად. დღეს, 16 აპრილს, საკანონმდებლო ორგანოში პლენარულ სხდომაზე პირველი მოსმენით განიხილეს ეს კანონპროექტი.

მოქალაქეები, რომლებიც რუსთაველის გამზირზე მივიდნენ, აცხადებენ, რომ მმართველი პარტიის მიერ ინიციირებული კანონპროექტი საფრთხეს უქმნის საქართველოს ევროინტეგრაციას.

პარლამენტის შენობის მიმდებარე ჩიტაძისა და ჭიჭინაძის ქუჩებზე ამ დროისთვის პოლიცია და სპეციალური დანაყოფების რაზმებია განლაგებული. ისინი დემონსტრანტებს არ აძლევენ საშუალებას პარლამენტის შენობის შესასვლელებს მიუახლოვდნენ. აქციის მონაწილეები აცხადებენ, რომ ისინი არ დატოვებენ ტერიტორიას, ვიდრე “ქართული ოცნების” დეპუტატები პარლამენტიდან არ გამოვლენ.

სპეციალური დანიშნულების რაზმები და პოლიცია ასევე მობილიზებულნი არიან თავისუფლების მოედანზე. თავისუფლების მოედანზეა წყლის ჭავლის სპეციალური მანქანები, თუმცა 21:51 საათის მდგომარეობით დემონსტრანტები სპეციალური ღონისძიებების გამოყენების შესახებ ჯერჯერობით არ გაუფრთხილებიათ.

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend