მთავარისაქართველომეთიუ მილერი: კანონპროექტი საქართველოს გადაიყვანს ევროპული გზიდან

მეთიუ მილერი: კანონპროექტი საქართველოს გადაიყვანს ევროპული გზიდან

აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის პრესმდივანმა, მეთიუ მილერმა ბრიფინგზე კიდევ ერთხელ გამოხატა შეშფოთება, საქართველოში სადავო კანონპროექტის ინიცირებასთან დაკავშირებით.

მეთიუ მილერის თქმით, კანონპროექტი დარტყმას მიაყენებს საქართველოს სამოქალაქო საზოგადოებას და ქვეყანას გადაიყვანს ევროპული გზიდან.

ასევე, ბრიფინგზე მეთიუ მილერს კითხვა დაუსვეს ამერიკის შეერთებული შტატების მიერ სანქცირებულ პირებზე.

„ჩვენ კვლავ ვრჩებით შეშფოთებულნი იმით, რომ ეს კანონპროექტი მიაყენებს ზიანს სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციებს, რომლებიც მუშაობენ საქართველოს მოქალაქეების ცხოვრების გაუმჯობესებაზე. ეს კანონპროექტი გადაიყვანს საქართველოს ევროპული გზიდან. ჩვენ ასევე შეშფოთებულნი ვართ, რომ ეს კანონპროექტი ხელს შეუშლის დამოუკიდებელ მედიას, რომელიც მუშაობს საქართველოს მოქალაქეებისთვის მაღალი ხარისხის ინფორმაციის უზრუნველყოფაზე. მაგრამ რადგან ეს ჯერ კიდევ კანონპროექტია, არ ვისაუბრებ რაიმე შედეგებზე, თუკი მისი კანონის სახით მიღება მოხდება“

სამი სანქცია რომელიც დაწესდა ამოქმედდა იმისათვის, რომ ამან ბოროტმოქმედთა აქტორების პასუხისმგებლობის დაკისრებას ხელი შეუწყოს, რომლებმაც დაუსჯელობით ისარგებლეს, ასევე მუშაობდნენ კანონის უზენაესობისა და ქართული საზოგადოების ნდობის  შელახვაზე ქვეყნის სასამართლო სისტემის მიმართ.

საქართველოს მთავრობასთან კომუნიკაციას რაც შეეხება, რა თქმა უნდა ჩვენ  მოვუწოდებთ, რომ კორუმპირებული აქტორების პასუხისგებაში მიცემის მიზნით ნაბიჯები გადადგას“

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend