ისრაელის თავდაცვის ძალების შტაბის უფროსი გენერალ-ლეიტენანტი ჰერცი ჰალევი აცხადებს, რომ გასულ უქმეებზე ირანის მიერ განხორციელებულ სარაკეტო თავდასხმას ისრაელის შესაბამისი რეაგირება მოჰყვება. მისი თქმით, ისრაელის თავდაცვის ძალები მზად არიან, ნებისმიერ საფრთხეს აღუდგნენ წინ.
ერაყის პრემიერ-მინისტრი მოჰამედ შია ალ-სუდანი თეთრ სახლს ეწვია მოლაპარაკებისთვის, რომელიც შეერთებული შტატებისა და ერაყის ურთიერთობებს ეხებოდა. შეხვედრა ირანის თავდასხმამდე იყო დაგეგმილი.
Watch IDF Chief of the General Staff LTG Herzi Halevi thank 🇺🇸 @CENTCOM , 🇬🇧Armed forces, 🇫🇷 Armed Forces and other partners for their participation in Operation Iron Shield and address the Iranian attack: pic.twitter.com/YIlAQBXdjY
— Israel Defense Forces (@IDF) April 15, 2024
აშშ-ის პრეზიდენტი ჯო ბაიდენი ამბობს, რომ შეერთებული შტატები ისრაელის უსაფრთხოების დამცველია.
აშშ ასევე მხარს უჭერს ცეცხლის შეწყვეტას, რათა გატაცებული მძევლები სახლებში დაბრუნდნენ და უფრო ფართო კონფლიქტი არ გავრცელდეს.
ამავდროულად, დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრმა რიში სუნაკმა ორივე მხარეს ღაზაში კონფლიქტის დასრულებისკენ მოუწოდა.
მსოფლიოს კი მიმართა, ორ სახელმწიფოს შორის დავის მოგვარებასა და გამოსავლის ძიებაზე იმუშაოს. მისი აზრით, უფრო ფართო თავდასხმების თავიდან აცილების მიზნით აუცილებელია რეგიონული პარტნიორების დახმარება.
When our adversaries threaten peace and stability, we will always stand in their way. pic.twitter.com/fJ3V2EkFXE
— Rishi Sunak (@RishiSunak) April 15, 2024
ასევე მნიშვნელოვანია ის ძალისხმევა, რომელიც ისრაელსა და მის მეზობლებს შორის ურთიერთობების ნორმალიზებას უკავშირდება. რიში სუნაკი ამბობს, რომ მათი თანადგომა ღაზის მოსახლეობისთვისაც იმედისმომცემი იქნება.
თეირანში კი მთავრობის ასობით მომხრე გამოვიდა ქუჩაში. ისინი მხარს უჭერენ ირანის თავდასხმას ისრაელზე. დემონსტრანტები ირანის დროშებს აფრიალებდნენ, ისმოდა შეძახილებიც: „სიკვდილი ისრაელს.“ ირანში აქცია მოეწყო პალესტინის მოედანზე, ისრაელის ყოფილ საელჩოსთან, რომელიც ახლა პალესტინას ეკუთვნის.