მთავარისაქართველოსაქართველოს პარლამენტთან სპეციალური დანიშნულების რაზმია მობილიზებული

საქართველოს პარლამენტთან სპეციალური დანიშნულების რაზმია მობილიზებული

საქართველოს პარლამენტის მიმდებარე ჩიტაძისა და 9 აპრილის ქუჩებზე სპეციალური დანიშნულების რაზმებია მობილიზებული. იქ არის ასევე წყლის ჭავლის მანქანები. აქციის მონაწილეები და სამართალდამცველები ერთმანეთს რამდენჯერმე ფიზიკურად დაუპირისპირდნენ. დემონსტრანტები ცდილობენ სპეციალური დანიშნულების რაზმის ცოცხალი კედლის გარღვევას. პოლიცია მათ არ აძლევს საშუალებას, მიუახლოვდნენ საკანონმდებლო ორგანოს შესასვლელს.

პარლამენტთან არსებული ვითარების შესახებ სპეციალური განცხადება გაავრცელა შსს-მ. უწყება მოუწოდებს მოქალაქეებს, დაემორჩილონ პოლიციის კანონიერ მოთხოვნას და არ გასცდნენ შეკრებისა და მანიფესტაციის კანონით დადგენილ ფარგლებს. შსს-ს განცხადებაში ნათქვამია, რომ საჭიროების შემთხვევაში სამართალდამცველები გამოიყენებენ კანონით გათვალისწინებულ სპეციალურ საშუალებებს.

საკანონმდებლო ორგანოსთან შეკრებილია ათასობით მოქალაქე. ისინი ტერიტორიის დატოვებას არ აპირებენ და ცდილობენ, მიაღწიონ პარლამენტის შესასვლელებთან, რომლებიც სპეციალური დანიშნულების რაზმს აქვს ბლოკირებული.

 

 

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend