საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი მამუკა მდინარაძე მთელი დღის განმავლობაში პასუხობდა ოპოზიციისა და სამოქალაქო სექტორის წარმომადგენელთა კითხვებს. მწვავე კამათის ფონზე მან არაერთხელ განმარტა, რომ „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტის მიღება ემსახურება ქართველი ხალხის ინფორმირებას იმის შესახებ, თუ რა მიზნები აქვს სამოქალაქო სექტორის მიერ დახარჯულ თანხებს.
მამუკა მდინარაძემ დღეს თქვა, რომ არასამთავრობო სექტორი ერევა პოლიტიკურ პროცესებში, გამოდის რევოლუციისკენ მოწოდებებით, აკეთებს განცხადებებს ეკლესიის წინააღმდეგ და ახალისებს პოლარიზაციასა თუ პროპაგანდას.