მთავარიკულტურაკირილ ზდანევიჩის გამოფენა და ვენეციის ბიენალეს გეგმები

კირილ ზდანევიჩის გამოფენა და ვენეციის ბიენალეს გეგმები

წინანდლის მამულში, ალექსანდრე ჭავჭავაძის სახლ-მუზეუმში საქართველოს კულტურული ცხოვრების ორი უმნიშვნელოვანესი მოვლენა გაიმართა.

ერთი ის გახლდათ, რომ ლეგენდარული კირილ ზდანევიჩის გამოფენა გაიხსნა, მეორე კი ის, რომ ხელი მოეწერა ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმს სამხატვრო აკადემიასა და „სილქ როუდ ჯგუფს“ შორის. ეს ორი ამბავი უშუალოდ არის ერთმანეთთან დაკავშირებული.

ერთი გახლავთ გამოფენა, რომლის ფარგლებშიც, ქართველ დამთვალიერებლებსა და საქართველოს სტუმრებს შესაძლებლობა ექნებათ,  კირილ ზდანევიჩის, ქართველი მოდერნისტის, არაჩვეულებრივი მხატვრის ნამუშევრები იხილონ, ნამუშევრები, რომლებიც კოლექციონერ გივი ფარასტაშვილის კოლექციიდან არის წარმოდგენილი. მეორე კი ის, რომ სწორედ ამ მხატვრის ნამუშევრები იქნება წარმოდგენილი სხვა პროექტებთან  ერთად, ვენეციის 2024 წლის ბიენალეზე.

ქართული პავილიონი ვენეციის ბიენალეზე სულ მალე გაიხსნება და ამაში წვლილი „სილქ როუდ ჯგუფსაც“ მიუძღვის.

სწორედ ამაზე ისაუბრეს წინანდალში, როცა სამხატვრო აკადემიასა და „სილქ როუდ ჯგუფს“ შორის, ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმს მოეწერა ხელი. ეს მემორანდუმი საერთაშორისო საგანმანათლებლო პროგრამების განხორციელებასა და ხელოვნების პოპულარიზაციას შეუწყობს ხელს. სწორედ მათ შორის გახლავთ, ვენეციის ბიენალეს პროექტებიც.

უახლესი

სხვა ამბები

00:05:04

“MEGOBARI”

spot_imgspot_img
Send this to a friend