ისრაელზე ირანის თავდასხმას აფასებს საქართველოში ისრაელის ელჩი. ჰადას მეიცადის განცხადებით, ირანმა ისრაელის მიმართულებით ასობით რაკეტა და უპილოტო საფრენი აპარატი გაუშვა, ისრაელის თავდაცვის ძალებმა კი საერთაშორისო მოკავშირეებთან თანამშრომლობით რაკეტების უმეტესობა ჩამოაგდეს.
“ჩვენ ყველანაირი სცენარისთვის მზად ვართ. ჩვენ ვიცით, როგორ დავიცვათ ჩვენი მოქალაქეები.
შეერთებული შტატები, გაერთიანებული სამეფო და სხვა მოკავშირეები სიტყვითა და საქმით დგანან ისრაელის გვერდით. ჩვენ ვიხილეთ ისრაელის მხარდაჭერისა და ირანის აგრესიის დაგმობის შესახებ გაკეთებული ათობით განცხადება.
ირანს უნდა აეკრძალოს დესტაბილიზაციის გამომწვევი ტერორისტული ოპერაციების გაგრძელება, რომელიც საფრთხეს უქმნის ისრაელსა და მთელ რეგიონს, მის საშიშ სამხედრო ბირთვულ მისწრაფებებთან ერთად”, – აცხადებს ჰადას მეიცადი, ისრაელის ელჩი საქართველოში.
The state sponsor of terrorism, Iran, has launched an attack against my country 🇮🇱. Israel is strong and resilient. It is never alone. We thank our allies and friends for standing with us.
ტერორიზმის სპონსორმა სახელმწიფომ, ირანმა, დაიწყო თავდასხმა ჩემს ქვეყანაზე 🇮🇱. ისრაელი… pic.twitter.com/9bP0nEkiJG
— Hadas Meitzad 🇮🇱🎗️ (@HadasMeitzad) April 13, 2024
ჰადას მეიცადი ასევე საუბრობს “ჰამასის” მიერ სასტიკად დატყვევებული 133 მძევლის გათავისუფლებაზე. მისი თქმით, ტერორისტული ორგანიზაცია “ჰამასი” არაგონივრულ მოთხოვნებს აყენებს.