მთავარისაქართველოოლაფ შოლცისა და ირაკლი კობახიძის პრესკონფერენცია - მთავარი აქცენტები

ოლაფ შოლცისა და ირაკლი კობახიძის პრესკონფერენცია – მთავარი აქცენტები

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე მთავრობის ხელმძღვანელის რანგში პირველი ვიზიტით ბრიუსელის შემდეგ ბერლინს ეწვია.

საქართველოს ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი პარტნიორი სახელმწიფოს, გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის, კანცლერმა ქართველ კოლეგასთან ერთად გამართულ პრესკონფერენციაზე ისაუბრა ორ ქვეყანას შორის ურთიერთობების დადებითი დინამიკის შესახებ, თუმცა მთავარი ყურადღება გაამახვილა იმ კანონპროექტზე, რომლის მიღებასაც საქართველოს ხელისუფლება გეგმავს.

“ჩვენ, ისევე როგორც ევროკავშირის წევრი სხვა სახელმწიფოები, საკმაოდ კრიტიკულად ვუყურებთ ამ კანონპროექტს, გასულ წელს ამ კანონპროექტის გაწვევის შემდეგ გვქონდა იმედი, რომ ამ საკითხს აღარ განიხილავდნენ, მაგრამ ეს კანონპროექტი, ზუსტად იმავე სახით კვლავ განიხილება. დიდი იმედი გვაქვს, რომ საქართველოს პარლამენტი პარტნიორი სახელმწიფოების უკმაყოფილებას გაითვალისწინებს”, – განაცხადა ოლაფ შოლცმა, გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის კანცლერმა. 

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ კი განაცხადა, რომ ქართული ოცნების მიერ ინიციირებული კანონპროექტი ევროპულ ფასეულობებთან სრულ თანხვედრაშია:“ჩვენ ვისაუბრეთ სადავო კანონპროექტის შესახებაც და მსურს განვაცხადო, რომ ეს კანონპროექტი შეესაბამება დემოკრატიის ყველა ძირეულ პრინციპს”.

ოლაფ შოლცმა და ირაკლი კობახიძემ ასევე ისაუბრეს ორმხრივი ურთიერთობების, ეკონომიკური და ევროპული პოლიტიკის, ასევე კონტინენტის უსაფრთხოების შესახებაც. საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ოლაფ შოლცი საქართველოში მოიწვია.

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend