მთავარიკუბიInstagram-ზე სექსუალური ექსპლუატაციისგან მოზარდების დასაცავად ახალი ფუნქციები ამოქმედდება

Instagram-ზე სექსუალური ექსპლუატაციისგან მოზარდების დასაცავად ახალი ფუნქციები ამოქმედდება

ინსტაგრამი ცდილობს, რომ პოტენციურ თაღლითებსა და კრიმინალებს გაურთულოს მოქმედება პლატფორმაზე, რათა მათ ვეღარ შეძლონ მოზარდების დარწმუნება იმაში, რომ თაღლითებს თავიანთი შიშველი სხეულის ფოტო გაუგზავნონ და ახალგაზრდებს თანხა გამოსძალონ.

ამ სქემას „სექსთორშენს“ უწოდებენ – ეს არის შანტაჟის ფორმა, როდესაც თაღლითს მიღებული აქვს ადამიანისგან შიშველი სხეულის გამოსახულება და შემდეგ იმუქრება, რომ ინტერნეტში საჯაროდ გამოაქვეყნებს ხელმისაწვდომ ვებგვერდებზე, თუ მსხვერპლი თანხას არ გაუგზავნის.

„მეტას“ საინფორმაციო ბლოგში აღნიშნული არის რამდენიმე ინსტრუმენტი, რომელიც უნდა ამოქმედეს ინსტაგრამზე.

ერთ-ერთი ფუნქცია არის მაგალითად ფოტოების დაბინდვა, ე.წ. ბლარი შიშველ ფოტოებზე, რომლებიც პირად შეტყობინებაში იგზავნება.

ასევე ინსტაგრამი შეატყობინებს მომხმარებელს იმ ანგარიშის შესახებაც, ვისთანაც ექნება მიმოწერა, თუ კონტაქტში მყოფი პირი ეჭვმიტანილი არის თანხის გამოძალვაში „მეტას“ მიერ.

აღსანიშნავია, რომ „მეტამ“ უკვე აამოქმედა მექანიზმები, რომლის საშუალებითაც უცხო ადამიანისთვის ინსტაგრამზე პირადი შეტყობინების გაგზავნა მოზარდთან ისედაც გართულები არის.

მიუხედავად ამისა, პირადი შეტყობინებების სისტემაში დაემატება ცვლილებები. ეს იქნება შიშველი ფოტოს დაბინდვა, ასევე „ნოტიფიკაცია“, რა დროსაც ინსტაგრამი შეახსენებს მოზარდს, რომ ის არ არის ვალდებული გაუგზავნოს შიშველი სხეულის ფოტო ვინმეს.

ეს ინსტრუმენტი „დეფოლტად“, ანუ ავტომატურად ჩაშენდება მოზარდებისთვის 18 წლამდე, თუმცა ზრდასრულები მიღებენ შეტყობინებას, სურთ თუ არა ამ სისტემის ჩართვა, რომელიც მალე მთელი მსოფლიოს მასშტაბით ამოქმედდება.

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend