გაეროს სურსათის მსოფლიო პროგრამის წარმომადგენელთა ინფორმაციით, ჰაიტიში სასურსათო კრიზისი 2010 წელს მომხდარი მიწისძვრის შედეგებზე უფრო მწვავეა.
ანგარიშის მიხედვით, ქვეყანაში ძალადობის ხშირი შემთხვევის გამო მოსახლეობის თითქმის ნახევარი შიმშილის ზღვარზეა.
მარტიდან, გაეროს სურსათის სააგენტომ ჰაიტის დედაქალაქ პორტ-ო-პრენსსა და სხვა ქალაქებში 80 ათას ადამიანს შესთავაზა ცხელი კერძი.
“I did everything to send my children to school, but violence continues to deprive them of this opportunity.”
Ongoing conflict is unbearably disrupting everyday lives in Haiti. Here's how UNICEF is providing life-saving support despite challenges. https://t.co/ZDRUUy4MfZ
— UNICEF (@UNICEF) April 6, 2024
კრიმინალური ბანდები აკონტროლებენ საკვების განაწილების მარშრუტებს. მათ დედაქალაქის მთავარი პორტიც პარალიზებული აქვთ.
ჰაიტის დედაქალაქი კრიმინალურ ბანდებს აქვთ დაკავებული. ისინი პრობლემებს უქმნიან მშვიდობიან მოქალაქეებსაც. 17,000 ადამიანი იძულებული გახდა, საკუთარი კარ-მიდამო დაეტოვებინა.