მთავარიაზიაღაზაჩრდილოეთ ღაზის მოსახლეობის 70 პროცენტი შიმშილის ზღვარზეა

ჩრდილოეთ ღაზის მოსახლეობის 70 პროცენტი შიმშილის ზღვარზეა

შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტომ განაცხადა, რომ ღაზის სექტორის ჩრდილოეთ ნაწილში ხალხი შიმშილობს. ორგანიზაციამ გამოაქვეყნა მარტის თვის  მონაცემები, რომელთა მიხედვით,  რეგიონში შიმშილის მეხუთე დონეა. ეს კი ნიშნავს, რომ ჩრდილოეთ ღაზის მოსახლეობის 70 პროცენტი, შიმშილის ზღვარზეა.

ისრაელი საერთაშორისო ზეწოლის გამო აღარ აფერხებს ღაზაში ჰუმანიტარული დახმარების შეტანას. გუშინ  ისრაელის თავდაცვის ძალებმა განაცხადეს, რომ ახალი სახმელეთო გადასასვლელი ჩრდილოეთ ღაზაში  მალე გაიხსნება.

ისრაელსა და ირანს შორის კი იზრდება დაძაბულობა.

შექმნილი ვითარების გამო შეერთებული შტატების ცენტრალური სარდლობის გენერალი ერიკ კურილა ისრაელში ჩავიდა. პრემიერ-მინისტრი ბენიამინ ნეთანიაჰუ აცხადებს, რომ ქვეყანა ახალი გამოწვევებისთვის ემზადება. ისრაელის თავდაცვის ძალებიც ამბობენ, რომ უკან არ დაიხევენ და ირანს შესაბამის პასუხს გასცემენ.

ისრაელის თავდაცვის ძალების სპიკერის დანიელ ჰაგარის თქმით, ირანის ტერიტორიიდან თავდასხმა იმის მტკიცებულება იქნება, რომ ირანი  ახლო აღმოსავლეთში კონფლიქტის გაღვივებასა და ბრძოლაში ჩართვას  ცდილობს. მისი განცხადებით, ბოლო რამდენიმე თვის განმავლობაში ისრაელმა გააუმჯობესა და განავითარა თავისი შესაძლებლობები, შესაბამისად, კარგად იციან, სად და როგორ უნდა იმოქმედონ.

თუმცა ისრაელის მთავრობის სამხედრო ძალისხმევას მხარს არ უჭერენ ულტრამემარჯვენე ორთოდოქსი ებრაელები, რომლებიც აპროტესტებენ მათ სამხედრო სამსახურში გაწვევას.

ულტრამემარჯვენე ორთოდოქსი ებრაელების პროტესტი, იერუსალიმი – Ohad Zwigenberg/AP

ისრაელის გენერალურმა პროკურორმა კი კაბინეტს აცნობა, რომ არ არსებობს არანაირი სამართლებრივი საფუძველი, რომ ეს ადამიანები სამხედრო სამსახურისგან გათავისუფლდნენ.

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend