10 აპრილს ერთ-ერთმა პალესტინურმა ტელევიზიამ გაავრცელა კადრები, რომლებშიც ჩანს, რომ „ჰამასის“ ლიდერი, ისმაილ ჰანია, დოჰაში საავადმყოფოში ვიზიტასას თავისი შვილების დაღუპვის ამბავს იგებს.
ისმაილ ჰანიას სამი ვაჟი და 4 შვილიშვილი ჩრდილოეთ ღაზაში ისრაელის ავიადარტყმას შეეწირნენ.
„ჰამასის“ ლიდერი ისრაელს ბრალს სდებს, რომ ის საბოლოოდ უთხრის ძირს სამშვიდობო მოლაპარაკებებს.
ისრაელის თავდაცვის ძალებმა სოციალურ ქსელ იქსზე დაადასტურეს ინფორმაცია „ჰამასის” ლიდერის შვილების დაღუპვის შესახებ.
IAF aircraft struck Amir Haniyeh, a cell commander in the Hamas military wing, and Mohammad and Hazem Haniyeh, both Hamas military operatives, in central Gaza today.
The IDF confirms that the 3 operatives are the sons of Ismail Haniyeh, the chairman of Hamas' political bureau. pic.twitter.com/8jhdcxiigj
— Israel Defense Forces (@IDF) April 10, 2024
Associated Press-ის ჟურნალისტი ჯო ფედერმანი ამბობს, რომ ავიაიერიში იმ დროს მოხდა, როდესაც ისრაელი და „ჰამასი“ ცეცხლის შეწყვეტის შესახებ მოლაპარაკებებში იყვნენ ჩართულნი. ჰანიას მიაჩნია, რომ ისრაელი შურისძიების მოტივით მოქმედებს, თუმცა იქვე დასძენს, რომ ისრაელი ამ ნაბიჯებით ვერ აიძულებს „ჰამასს“, მოლაპარაკებების დროს დათმობაზე წავიდეს.
ცენტრალურ ღაზაში კი, კერძოდ, ზავაიდაში, ავიადარტყმის შედეგად 11 ადამიანი დაიღუპა. გავრცელდა კადრები, რომლებშიც თითქმის სრულად განადგურებული შენობა და აფეთქების შედეგად წარმოქმნილი მცირე ზომის თხრილი ჩანს.