მთავარიევროპაუკრაინაოთხი ადამიანი დაშავდა რუსი სამხედროების  მიერ დონეცკის რეგიონის ქალაქ სელიდოვეს დაბომბვის შედეგად

ოთხი ადამიანი დაშავდა რუსი სამხედროების  მიერ დონეცკის რეგიონის ქალაქ სელიდოვეს დაბომბვის შედეგად

ოთხი ადამიანი დაშავდა რუსი სამხედროების  მიერ დონეცკის რეგიონის ქალაქ სელიდოვეს დაბომბვის შედეგად.

რუსებმა ქალაქზე იერიში წინა დღითაც მიიტანეს. აფეთქება 9-სართულიან საცხოვრებელ კორპუსში მოხდა. ჯამში რუსმა სამხედროებმა სამი მაღალსართულიანი საცხოვრებელი კორპუსი, ერთი ადმინისტრაციული შენობა და მაღაზია დააზიანეს. დაბომბვის დროს, საბედნიეროდ, არავინ დაღუპულა.

ჯოზეფ ბორელი, ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი საგარეო პოლიტიკისა და უსაფრთხოების საკითხებში, წევრ ქვეყნებს მიმართავს, გაზარდონ უკრაინის საჰაერო თავდაცვის შესაძლებლობები იმისათვის, რომ უკრაინამ დაიცვას თავი რუსეთის იერიშებისგან.

შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივანი ენტონი ბლინკენი და ბრიტანეთის საგარეო საქმეთა მინისტრი დეივიდ კამერონი კი კონგრესს უკრაინისთვის ახალი სამხედრო დახმარების დამტკიცებისკენ მოუწოდებენ. ისინი აცხადებენ, რომ დაფინანსებას, რომელიც შეჩერებულია, გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს შეერთებული შტატების, ევროპისა და მსოფლიო უსაფრთხოებისთვის.

დეივიდ კამერონის თქმით, უკრაინელებს მათი დახმარება სჭირდებათ.   ისინი მამაცურად იბრძვიან, მორალურადაც იმდენად მაღლა დგანან, რომ  არ წააგებენ, თუმცა საფრთხე მაინც არსებობს, რადგან ისინი  მოთხოვნების შესაბამისად  საკმარისად არ უჭერენ მხარს მათ.

ამავდროულად, გუშინ  რუსეთის საგამოძიებო კომისიაში განაცხადეს, რომ უკვე დაიწყო გამოძიება ტერორიზმის დაფინანსების საქმეზე, რომელშიც დასავლეთის ქვეყნებიც არიან ჩართული.

მათი მტკიცებით, უკრაინაში ამერიკული ფირმების მიერ მიღებული თანხები რუსეთში ტერორისტული აქტების მოსაწყობად გამოიყენებოდა.

გასულ თვეს საკონცერტო დარბაზში მომხდარ თავდასხმაში, რომლის შედეგადაც 144 ადამიანი დაიღუპა, მოსკოვი კვლავ დასავლეთსა და უკრაინას ადანაშაულებს.

უახლესი

სხვა ამბები

00:02:20
spot_imgspot_img
Send this to a friend