მთავარიაზიაღაზაგუშინ ღამით ისრაელის ავიაიერიშს 14 ადამიანი ემსხვერპლა, მათ შორის ხუთი ბავშვი

გუშინ ღამით ისრაელის ავიაიერიშს 14 ადამიანი ემსხვერპლა, მათ შორის ხუთი ბავშვი

გუშინ გვიან ღამით ისრაელის ავიაიერიშს 14 ადამიანი ემსხვერპლა, მათ შორის ხუთი ბავშვი და ორი ქალი იყო. გარდაცვლილები ღაზის ცენტრალურ საავადმყოფოში გადაასვენეს.

ამავდროულად, ისრაელელი სამხედროების გასვლის შემდეგ პალესტინის „წითელი ჯვრის“ ორგანიზაცია  ხან-იუნისში მდებარე ალ-ამალის საავადმყოფოზე მიყენებული ზიანის ამსახველ კადრებს ავრცელებს.

სამშაბათს ჰუმანიტარული დახმარებით დატვირთული მანქანები ღაზაში შევიდნენ. 

გაერო და რამდენიმე ქვეყანა ისრაელს მოუწოდებენ,  ღაზაში უფრო მეტი დახმარების შეტანას შეუწყოს ხელი. საფრანგეთის საგარეო საქმეთა მინისტრის თქმით, მისი ქვეყანა ყველაფერს აკეთებს იმისთვის, რომ ისრაელმა გახსნას დამატებითი გადასასვლელები. საფრანგეთი ისრაელს სანქციებითაც ემუქრება.

აშშ-ის ეროვნული უსაფრთხოების მრჩეველმა ჯეიკ სალივანმა განაცხადა, რომ ისრაელს შეერთებული შტატებისთვის  არ შეუტყობინებია ღაზის სამხრეთით მდებარე ქალაქ რაფაჰში მასშტაბური შეტევის დაწყების კონკრეტული თარიღი. მან ასევე დასძინა, რომ აშშ ყურადღებით აკვირდება ირანელი ოფიციალური პირების საჯარო განცხადებებს იმის შესახებ, რომ ირანი ისრაელის წინააღმდეგ საპასუხო ნაბიჯების გადადგმას გეგმავს.

ისრაელელი მძევლების  ოჯახის წევრებმა პრემიერ-მინისტრის ოფისთან საპროტესტო აქცია გამართეს სწორედ  იმ დროს, როდესაც უსაფრთხოების კაბინეტის წევრები მძევლებთან დაკავშირებული შეთანხმების განსახილველად იყვნენ შეკრებილი.

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend