მთავარიმსოფლიოევროპაში, კანარის კუნძულების გავლით, სულ უფრო მეტი მიგრანტი ცდილობს ჩასვლას

ევროპაში, კანარის კუნძულების გავლით, სულ უფრო მეტი მიგრანტი ცდილობს ჩასვლას

სულ უფრო მეტი მიგრანტი ცდილობს კანარის კუნძულების გავლით ევროპაში ჩასვლას. კუნძულებზე ჩამოსული მიგრანტების უმეტესობას ესპანეთში  თავშესაფრით უზრუნველყოფენ.

თუმცა ეს არასრულწლოვანებს არ ეხებათ. ასობით ახალგაზრდას მარტო უწევს უდიდეს კუნძულ გრან-კანარიაზე ყოფნა. ბოლო თვეების განმავლობაში რამდენიმე ახალი თავშესაფარი გაიხსნა, რადგან სენეგალში, მავრიტანიაში ან მაროკოში მცხოვრები სულ უფრო მეტი არასრულწლოვანი ტოვებს თავის ქვეყანას მშობლების გარეშე.

ისინი განთავსებული არიან 70-ზე მეტ სპეციალურ მიმღებ ცენტრში. მათი უმეტესობა ჩრდილოეთ და დასავლეთ აფრიკიდანაა. მხოლოდ იანვრის მონაცემებით, კანარის კუნძულებზე უფრო მეტი მიგრანტი ჩავიდა, ვიდრე გასული წლის პირველ ნახევარში.

ევროპარლამენტის პლენარულ სხდომაზე უკვე დაგეგმილია, რომ თავშესაფრისა და მიგრაციის პაქტის შესახებ დებატები და კენჭისყრა გაიმართება.

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend